Google+

რელიზები

23.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ნენსკრაჰესის მშენებლობის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ჭუბერში დღეს ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ერთად დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მდინარე ნენსკრაზე ჰესის მშენებლობა დაიწყო და პირველი სამუშაოებში მონაწილეობა, სიმბოლურად, თავადაც მიიღო. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათ პროექტის  მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის პრობლემას. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ მესტიისა და თეთნულდის შემდეგ, მალე ჭუბერიც ჩამოყალიბდება ახალ სათხილამურო კურორტად.

ქართულ მხარესთან ერთად, ნენსკრაჰესს ჩინური კომპანია Sinohydro აშენებს. მშენებლობა, დაახლოებით, 5 წელიწადში დასრულდება. პროექტის მიხედვით, ახალი ჰესი მთელ რაიონს ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 210  მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება  1,2 მილიარდ კვტ/საათს შეადგენს.  ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 260 მლნ კვტ/საათი იქნება. ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, შესაძლებელი იქნება თბოელექტროსადგურის ერთი, 120 მგვტ-იანი ენერგობლოკის ჩანაცვლება. ამასთან, ზამთარში ნენსკრაჰესი ენგურჰესის წყლის რესურსს გაზრდის  და, შესაბამისად, მას უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებას მისცემს.

ნენსკრაჰესის მშენებლობაზე 1200  ადამიანი  დასაქმდება. პროექტის განსახორციელებლად 630  მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მსგავსი პროექტების განხორციელების შედეგად, ენერგოსექტორში სულ ოთხი  მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, 3 ათასი მგვტ დამატებითი სიმძლავრე შეიქმნება და 13 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)