Google+

რელიზები

18.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადების პროგრამა უკვე ორი წელია წარმატებით ხორციელდება. გამარჯვებულ მოსწავლეთა დამსახურება ეროვნული ღირებულებების განმტკიცებაში პრეზიდენტს არა ერთხელ აღუნიშნავს.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა წარმოადგინა ინიციატივა მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადების პროგრამის გაფართოების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სულ უფრო მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროგრამაში.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადების პროგრამის დაფინანსება გაიზრდება და 250 000 ლარის ნაცვლად, პროგრამის ბიუჯეტი 1 000 000 ლარი გახდება.

ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ გასაგზავნი სტუდენტების პროგრამაზეც ისაუბრა. მისი გადაწყვეტილებით, ახალგაზრდები უცხოეთში გაემგზავრებიან არა მარტო სახელმწიფო მართვის პროგრამის შესასწავლად, არამედ ისეთი პრიორიტეტული სპეციალობების დასაუფლებლად, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, არქიტექტურა და ჟურნალისტიკა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)