Google+

რელიზები

14.04.2008
მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთს ესტუმრა

დღეს საქათვლოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ერქომაიშვილიც ესწრებოდა.

პრეზიდენტი მეწარმეებს ოზურგეთში თხილის გადამამუშავებელი ფაბრიკების გახსნას დაჰპირდა.

მისი თქმით, თხილის ადგილზე გადამუშავება ხელს შეუწყობს რეგიონში ამ კულტურის განვითარებას. რეგიონში გადამამუშავებელი საწარმოების არ არსებობის გამო, თხილის სამეგრელოში ტრანსპორტირებაა აუცილებელი, რაც, მეწარმეების განცხადებით, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

პრეზიდენტის მტკიცებით, ქართულ თხილზე მოთხოვნა განუზომლად დიდია, რადგან ის თურქულ თხილს ბევრად სჯობს.

ოზურგეთში დღეს პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მეტი ინვესტიციების მოზიდვაა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართული ჩაის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და ეს კულტურა ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც თხილი და ციტრუსია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შუა აზიის ქვეყნებთან და მსხვილ მწარმოებელ კომპანიებთან ქართული ჩაის გატანის შესახებ.

ოზურგეთში პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ინტენსიური წარმოება გადაარჩენს,

"საკვებ პროდუქტებზე მსოფლიოში ფასები მატულობს და ეს საქართველომ უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია მაღალ ფასად გაიყიდოს მსოფლიოს ბაზარზე".

პრეზიდენტმა ინვესტიციების მოზიდვაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს.

"არჩევნებისთვის ბევრი ცდილობს ქულების დაწერას, მაგრამ თუ მათი პლატფორმა აჯანყების, არეულობის მოწყობა და გზების გადაკეტვა იქნება, ამის საშუალებას არასდროს მივცემთ", - განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)