Google+

რელიზები

07.11.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

ვილნიუსის სამიტის წინ საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან განაგრძობს შეხვედრებს. მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში დღეს ევროსაბჭოს თავმჯდომარეს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული კურსი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გაამახვილა და ევროსაბჭოს ლიდერს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო უფრო მოკრძალებულ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,  ვიდრე ვვარაუდობდით, მაგრამ ეს მაინც იქნება პროგრესი და  ჩვენ ამის ალტერნატივა არ გაგვაჩნია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება მტკიცე პრინციპებზე და ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. მაგალითად, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისევ პატიმრობაში, სრულ იზოლაციაში იმყოფება. თქვენ ხედავთ, რომ პრობლემაა უკრაინაშიც, სადაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე  პატიმრობაშია. როდესაც ჩვენც  გადავალთ უკრაინის ეტაპზე, შესაძლოა, იმავე პრობლემებს შევეჩეხოთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობის დაცვის შედეგად, უკეთესი ინსტიტუციებითა და ევროპასთან ერთად ამას თავიდან ავირიდებთ. პირადად მე მადლიერი ვარ პრეზიდენტის. საქართველოში იგი ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, მისი ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ჩამოვიდა. მთელი ამ წლების განმავლობაში იგი ჩვენი დიდი მეგობარი და დიდი მრჩეველი იყო. მე აქ მოვედი, რათა მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რომ არის დიდი ევროპელი და ასევე იმისთვის, ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ჩვენ ერთად გვიკეთებია ჩვენი რეგიონის ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, პირველი დროშა, რომელიც მე აღვმართე, იყო ევროკავშირის დროშა. მაშინ ეს არავინ მიიღო სერიოზულად, ახლა კი ამ საკითხს ყველა დიდი სერიოზულობით ეკიდება. ჩვენ უკვე ბევრად ახლოს ვართ ბრიუსელთან, ვიდრე ადრე. ეს ჩემთვის კარგი მომენტია შეჯამებისთვის და ასევე პარალელური ვიზიტი. მოხარული ვარ, ასეთი მეგობრული და სასიამოვნო საუბრისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)