Google+

რელიზები

11.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სამხედრო ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდ „ბალკლიზე“ გამართულ მიღებას დაესწრო. გემის კაპიტნის მეტ ფილიპსის სახელით ორგანიზებული შეხვედრა ამერიკასა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხაზგასასმის მიზნით გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საღამოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე  აშშ-ს ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.
 
სამხედრო ხომალდი „ბალკლი“ ბათუმის ნავსადგურში 10 აგვისტოს შემოვიდა და 13 აგვისტომდე დარჩება. ხომალდის ეკიპაჟი ქართველი კოლეგებისთვის წვრთნებსაც გამართავს.
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)