Google+

რელიზები

08.08.2013
მიხეილ სააკაშვილი :"პოლიტიკოსის ქმედებები იზომება არა იმით, ვინ რას ამბობს, არამედ წლების განმავლობაში მის მიერ გატარებული პოლიტიკით"

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების მემორიალთან მედიის შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სწორედ მისი პრეზიდენტობისას გაჩნდა ჩანაწერი ნატოს ოფიციალურ დოკუმენტებში იმის შესახებ, რომ საქართველო გახდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

"ჩემი პრეზიდენტობისას გაჩნდა ჩანაწერი ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტებში, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასეთი გარანტია არც ერთ ქვეყანას არ მიუღია ჩვენი და უკარაინის გარდა. 2003 წელს ვინმეს რომ ეთვქა, ასეთი ჩანაწერი გაჩნდებოდა, მე თვითონაც გამეცინებოდა. ჩემი პოლიტიკის შედეგად გაჩნდა ეს ჩანაწერი. ჩემი ინიციატივით გავიდა საქარათველო დსთ-დან, სადაც შევარდნაძემ შეგვიყვანა. ჩემი პრეზიდენტობისას მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ჩემი პრეზიდენტობისას საქართველო დამკვიდრდა მსოფლიო რუკაზე. ახლა გინდა ილაპარაკეთ, რომ სააკაშვილი რამეს რამეში ცვლიდა ან რაც გინდა ის თქვით, ფაქტები ძალიან ჯიუტია, მე აქ ვდგავარ, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და აგერ არის ჩემს მიერ გატარებული რეფორმების შედეგები", - განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით საქართველომ რუსეთის აგრესიის პირობებშიც კი შეძლო შეენარჩუნება სახელმწიფოებრიობა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა რუსეთი საქართველოს თავს არ დასხმოდა ფართომასშტაბიანად. ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იყო უარის თქმა სახელმწიფოებრიობაზე. ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც "ფეესბეს" კარგად გამოხატული აგენტია, ამბობდა, რომ არა სააკაშვილი და მისი მთავრობა, არ იქნებოდა ომი. მინდა მას ვუთხრა, რომ არა მე და ჩემი მთავრობა, არ იქნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და რომ არა ქართული სახელმწიფოებრიობა, ამ ომს ვერ გავუძლებდით. ჩემმა მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივად შევქმენით სახელმწიფოებრიობა, რაც პუტინის რუსეთმა ვერ მოითმინა", -აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)