Google+

რელიზები

11.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აისაფის ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეორგოლების გავრცელებასა და ამ თემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სხდომა მიხეილ სააკაშვილის მიმართვით გაიხსნა.

„მივესალმები ამ  შეკრებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, გულწრფელად გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები. ერთ-ერთი საკითხია ავღანეთში მომხდარი თავდასხმა ჩვენს ჯარზე, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდი მსხვერპლით დასრულდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩასული იყო ადგილზე და მას უფრო დეტალური ინფორმაცია აქვს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა კაპანაძემ ამ თემის ირგვლივ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ამომწურავი განმარტებები მიცა ქართულ საზოგადოებას თუნდაც ამ ბოლო დღეებში. დასაფასებელია, როდესაც სამხედროები ხალხისთვის გასაგებად ხსნიან იმ საკითხებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება“, - აღნიშნა მან.

ქვეყნის პირველმა პირმა პოზიტიური მოვლენა უწოდა იმას, რომ უშიშროების მორიგი სხდომა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და მოსაზრებათა შეჯერების საშუალებას იძლევა.

„ძალზე პოზიტიური მოვლენაა ის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომები განახლდა. უშიშროების საბჭო სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებით გვაქვს დაკომპლექტებული. აქ წარმოდგენილია საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშიშროების საბჭო, საქართველოს პარლამენტი... რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები ქვეყნის უახლოესი წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით, შეიძლება, განსხვავდებოდეს, ისევე როგორც ჩვენი აღქმა საქართველოს აწყმოსა და მისი მომავლის შესახებ, მაგრამ არ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გვქონდეს მთავარ საკითხებში: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და დაცულობის თვალსაზრისით. ამ საკითხებზე ყველამ ერთნაირად უნდა ვიზრუნოთ და ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს ამ ფორმატით - დახურულ კარს მიღმა - ბევრი საკითხი უფრო ადვილად წყდება. ამაში, ალბათ, უკვე დარწმუნდით ისინი, ვინც წინა სხდომის მუშაობაში იღებდით მონაწილეობას. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ ყველანი და ვუზიარებთ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს და წაადგება როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ისე საქმიან ატმოსფეროს, ზოგადი პოლიტიკური დავებისა და პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასეც უნდა იყოს და იმედია, ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიას... ამ ფორმატის ფარგლებში ყველანი უნდა დავდგეთ საკუთარი ემოციებსა თუ დაპირისპირებაზე მაღლა, რადგან საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება. იმედი მაქვს, შემდეგი შეხვედრები კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იქნება, რადგან ჩვენს პიროვნულ ინტერესებზე მაღლა დგას ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების სხდომის დაწყებამდე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)