Google+

რელიზები

15.05.2013
„ჩვენ ტერიტორიები არ გვაქვს დაკარგული მანამ,სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ აღიარებს,პირიქით, აღიარებს, რომ ისინი ოკუპირებულია. ოკუპაციას მოჰყვება დეოკუპაცია და ჩვენ აუცილებლად დავიბუნებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე“- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ საქართველომ რუსეთის მხრიდან ოკუპაციის დაკანონების დიპლომატიური მცდელობის სრული ბლოკირება მოახდინოს. მან მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის განცხადებები, რომელიც პრაქტიკულად, ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებისსამართლებრივი ლეგიტიმაციისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკიდურესი სიფხიზლე გვჭირდება, რათა ამ განცხადებებისა და პოლიტიკის შედეგად, შეუქცევადი შედეგები არ მივიღოთ.

„რამდენიც არ უნდა დავირწმუნოთ თავი, რომ რუსეთმა ჩვენს მიმართ პოლიტიკა იმის გამო შეცვალა, რომ ბევრ დათმობებს ვაკეთებთ, სიმართლე არ არის. სიმართლე ისაა, რომ ახლა რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მისაღებად ისე მუშაობს ლათინო-ამერიკის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნებში, როგორც არასდროს. ის, რაც ჩვენ წინა წლებში მართლაც ზეადამიანური მცდელობების შედეგად ჩავუშალეთ რუსეთს, რომელსაც ამხელა ფული და რესურსები აქვს, ყოვლად წარმოუდგენელია. ჩვენმა პატარა დიპლომატიამ კარგად იმუშავა, რადგან ყველგან დავდიოდით, ყველგან ვმუშაობდით და ამის ყოველგვარი შანსი მოვუსპეთ. ახლაც, მაგალითად, აქედან ოკეანეთისა და აზიის ქვეყნების სამიტზე მივემგზავრები, სადაც ასევე მუშაობენ რუსები. ეს სწორედ იმის გამოა აუცილებელი, რომ წინა წლებში დაწყებული საქმე დავასრულოთ და რუსეთის მხიდან ოკუპაციის დაკანონების დიპლომატიური მცდელობის სრული ბლოკირება მოვახდინოთ. იმ ფონზე, როდესაც პირადად მე სხვადასხვა ქვეყნებში დავდივარ, საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, აკეთებს განცხადებას, რომ ომში დამნაშავე საქართველოა და, პრაქტიკულად, ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს სამართლებრივი ლეგიტიმაციისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირ გამოაცხადა, რომ კოსოვოსა და სერბეთის მაგალითი, საქართველოსთვისაც მისაღებია - ის,  რასაც რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობდა. კოსოვომ და სერბეთმა მიაღწიეს შეთანხმებას და მცირე დათმობების სანაცვლოდ, პრაქტიკულად, სერბეთი დათანხმდა კოსოვოს სრულ საერთაშორისო აღიარებას. ეს სრულიად მიუღებელი და გაუგებარია - როგორ შეიძლება ამას მთავრობა იწონებდეს და ეთანხმებოდეს? ახლა, როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ფრთხილად - ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ აღიარებს, ჩვენ ტერიტორიები დაკარგული არ გვაქვს. თანაც, პირიქით, აღიარებს რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ოკუპაციას კი მოყვება დეოკუპაცია და თუ ჩვენვე არ ჩავაბარეთ რუსეთს გასაღები, აუცილებლად აღვადგენთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიაზე. ბოლო თვეებში გაკეთებული განცხადებები შეიძლებოდა უკიდურესი არაკომპეტენტურობის გამოვლინებად ჩაგვეთვალა, რომ არა ერთი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები - ეს ის მიმართულებაა, რომლისკენაც რუსეთის ფედერაცია - ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო - მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობდა ჩვენს წარმართვას. ამიტომ, საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რადგან ახლა უკიდურესი სიფხიზლე გვჭირდება, რათა ამ განცხადებებისა და პოლიტიკის შედეგად, შეუქცევადი შედეგები არ მივიღოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)