Google+

რელიზები

08.01.2008
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეები დაასაჩუქრა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შეეგება. ნინო ბურჯანაძემ პატარებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ საჩუქრად ხილი და ტკბილეული გადასცა. ნინო ბურჯანაძემ საშობაო მსვლელობის მონაწილეებთან ერთად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ქადაგება მოისმინა. კათოლიკოს-პატრიარქმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ტიხრული მინანქრით მოპირკეთებული ხატი გადასცა.

„შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ მისი უწმინდესობის საოცარი საჩუქრის გამო, რომელიც ძალას მმატებს ჩემთვის რთულ პერიოდში, როდესაც დიდი პასუხიმგებლობა მაკისრია ჩემი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. უდიდესი ბედნიერებაა ჩვენთვის ის, რომ საქართველოს ასეთი სულიერი მოძღვარი ჰყავს. მისი ლოცვა-კურთხევით და ჩვენი კეთილგონიერებით მშვიდობიანად და წარმატებით უნდა განვვლოთ ქვეყნისთვის რთული პერიოდი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)