Google+

რელიზები

08.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი ოსურ სკოლას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმი მიხეილ სააკაშვილი ოსურ საკვირაო სკოლას ესტუმრა. პრეზიდენტი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებს ქართველი და ოსი ხალხის ისტორიულ მეგობრობაზე ესაუბრებოდა. აღსანიშნავია, რომ ოსურ სკოლაში ეთნიკური ოსების გარდა, ქართველი ბავშვებიც სწავლობენ.

"ოსები საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის ნაწილს წარმოადგენენ. ოსების ინტეგრაცია ყოველთვის იყო საქართველოს სიძლიერის ნაწილი და ოსური კულტურა კი ქართული კულტურის მნიშვნელოვან და ძვირფას ნაწილს წარმოდგენდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი და ცნობილი მეფეები, მათ შორის თამარ მეფე, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ოსურ წარმომავლობასთან, ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხედართმთავარი დავით სოსლანიც ოსი იყო. ბავშვებო, ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს უკანასკნელი დედოფალი დააპატიმრა, ბოლო რაზმი, რომელმაც საქართველოს ტახტისა და ქვეყნის პატივის გადასარჩენად წინააღმდეგობა გაწია, ოსური იყო. მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს და ბოლო გმირობა ჩაიდინეს საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა პატარებთან საუბრისას.

ოსური საკვირაო სკოლა სექტემბრიდან ფუნქციონირებს და გაკვეთილები მხოლოდ შაბათ-კვირას ტარდება. ბავშვები იქ ოსურ ენასა და ლიტერატურას ეუფლებიან და კავკასიის ისტორიას სწავლობენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)