Google+

რელიზები

22.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილი ქალბატონი ზუგდიდის საავადმყოფოში მოინახულა

გამთენიისას, საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის საავადმყოფოში ის ადამიანები მოინახულა, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრნენ. ამ დროისთვის კლინიკაში ორი ქალბატონია, რომელთაგან ერთ-ერთის, ნანა ქარდავას მდგომარეობა საკმაოდ მძიამეა. გვიან ღამით მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი მოქმედება თავგანწირვა და გმირობა იყო. მისი თქმით, სამოქალაქო ვალის მოსახდელად ისინი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ოკუპირებული ზონიდან გამოსვლას. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა მათ შვილებსაც გადაუხადა. პრეზიდენტთან ერთად საავადმყოფიოფში ის ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში არჩევნების გასაშუქებებლად ჩამოვიდნენ.

"არავის არ შევარჩენთ ამას. მსგავსი ამორალური რამ - ადამიანს ყუმბარმტყორცნი ესროლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ყველაზე უბედურ ზონებშიც არ ხდება. ის, რაც ზუგდიდში მოხდა, არაადამიანობისა და არაკაცობის უმაღლესი გამოვლინებაა. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ამას არავის არ შევარჩენთ. საქართველო მართლაც ძალიან მაგარი ქვეყანაა და აქ ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს. აი, ეს ქალია მაგარი, რომელმაც სიცოცხლე გარისკა იმისთვის, რომ არა მარტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, არამედ დაეფიქსირებინა თავისი სამოქალაქო პოზიცია. საქართველო უნდა იყოს ერთიანი და თავისუფალი, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი კი - თავისუფალი. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი სამოქალაქო გმირობა? თბილისის ცენტრში მიტინგებზე ან რომელიმე ტელესტუდიაში გამოსვლა და ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ის, რაც ამ ქალმა გააკეთა, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ. შეიძლება ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთოთ, ყველა ერთად თუ მოვინდომებთ. აი, ეს არის ნამდვილი საქართველო. აი, ეს არის ის საქართველო, რომლითაც პირადად მე ძალიან ვამაყობ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)