Google+

რელიზები

17.07.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფება

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა, რომ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა იმიტომ აქვს, რომ ის წარმატებული და დემოკრატიული ქვეყანაა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მთავარი სიმდიდრე სწორედ დემოკრატიაა.

"აქამდე ქართველმა ხალხმა მოგვიყვანა. ჩვენ რომ არ გადაგველახა ნოემბრის კრიზისი და ამ მოვლენების ჩრდილოვანი მხარის ორგანიზატორებს თავისი რომ გასვლოდათ, დღეს საქართველოს დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა მთლიანად დაკარგული ექნებოდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, არსებული აგრესიის წინააღმდეგ ქვეყანა განიარაღებული და დაუცველი იქნებოდა.

როგორც იგი აღნიშნავს, ქართველი ხალხის მიერ ორი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებამ და კრიზისიდან მსოფლიოს თვალწინ ღირსეულად გამოსვლამ, დაცვის მთავარი იარაღი მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე ფიქრი საჭიროა ყველა თვალსაზრისით, ჩვენი დაცვის იარაღი ამ შემთხვევაში, არა ტანკები თვითმფრინავები და ქვემეხები, არამედ საქართველოს დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის სახელია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბევრს ამ სახელის დისკრედიტაცია სურს და ამაზე მუშაობს კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში შექმნილი კრიზისი გადავლახეთ, ეს უკვე შეუძლებელია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)