Google+

რელიზები

26.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი „რეგიონალური სარდლობა, სამხრეთ დასავლეთის“ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე „ლეზერნიკი“ „რეგიონალური სარდლობა, სამხრეთ დასავლეთის“ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერს შეხვდა.

გენერალ-მაიორმა მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე დიდად აფასებს ქართველთა ძალისხმევას აისაფის მისიაში. მისი თქმით, ქართველ ჯარისკაცებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საერთო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.  ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების შეფასებით, ქართული სამხედრო კონტიგენტი განსაკუთრებული სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

შეხვედრისას, მხარეებმა აისაფის ფარგლებში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტარი გიორგი ბარამიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)