Google+

რელიზები

24.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ალჟირის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ალჟირის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობას შეეხო. ალჟირის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა შეაფასა, ყურადღება მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე გაამახვილა და საქართველოსა და ალჟირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კმაყოფილი ვარ იმით, რომ პირველად ისტორიაში საქართველოსა და ალჟირს შორის ურთიერთობა ეწყობა და მაღალი დონის შეხვედრაც გაიმართა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც აქამდე ურთიერთობა ბოლომდე არ გვქონდა ჩამოყალიბებული. თანაც რუსეთი მასთანაც აქტიურად მუშაობდა, მათ შორის ჩვენი ტერიტორიების აღიარების მიმართულებითაც. ალჟირში ბაზირებულია სეპარატისტული პოლისარიოს ფრონტი - ერთ-ერთი აქტიური სეპარატისული მოძრაობა ჩრდილო აფრიკაში, რომლის წარმომადგენლები, ბოლო წლების განმავლობაში, სხვათა შორის, ჩვენს სეპარატისტებთან ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას სწორედ რუსეთის მითითებით. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, ალჟირის პოზიცია და აზიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტი ძალზე მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ასეთი რისკების გამოსარიცხადხოლო მეორე მხრივ, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ალჟირში ძალიან ბევრი ქართველი ჩადიოდა და მის ისტორიაში ძალიან ბევრ ქართველს შეუტანია საკუთარი წვლილი. ალჟირელებმა ეს კარგად იციან - ჩვენ ვიცით ნაკლებად. ახლა, თანამედროვე ეპოქაში, პრაქტიკულად, მათ ნაკვალევს უნდა გავყვეთ და ურთიერთობის გასაღრმავებლად ახალი ფურცლით დავიწყოთ მუშაობა ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის მიმართულებით. სწორედ მსგავსი ვიზიტები იძლევა საშუალებას, შევხვდეთ, დავუმეგობრდეთ და გავაცნოთ საქართველო ბევრ ისეთ ადამიანსა და ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ადრე ურთიერთობა არ გვქონია. აღსანიშნავია, რომ ალჟირის ვიცე-პრეზიდენტმა დიდი ინტერესით ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ბევრი რამ სმენია საქართველოში წარმატებულად განხორციელებული რეფორმების შესახებ. ქართული რეფორმები ბრენდია ყველგან, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც პირდაპირი ურთიერთობა აქამდე არ გვქონია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)