Google+

რელიზები

20.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი აზია-წყნარი ოკეანის მეორე საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოვიდა 

 

თქვენო ბრწყინვალებავ, ქალბატონო პრემიერ-მინისტრო.

ჩემთვის უდიდესი პატივია მოგმართოთ ამ ფართო სამიტზე და განვიხილოთ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი საკითხი. 

მინდა ჩემი ქვეყანა - საქართველო წარმოგიდგინოთ.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩემი მთავრობის სათავეში ყოფნისას, ქვეყანა ძალზე სწრაფად ვითარდებოდა.

ამ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, უმეტესად, ორციფრიანი იყო. განვახორციელეთ საოცარი რეფორმები.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარეს. ბიზნესის კეთების მხრივ კი, არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა ისე, როგორც საქართველო განვითარდა 2004 წლის შემდეგ.

სიაში ჩვენ მეცხრე ადგილზე ვართ მაშინ, როდესაც არც ერთ განვითარებად ქვეყანას არ მიუღწევია ასეთი წარმატებისთვის - ყოფილიყო პირველ ათეულში.

ჩვენი კიდევ რამდენიმე უდიდესი მიღწევა არის ის, რომ უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს, რადგან კრიმინალის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, ისევე როგორც კორუფციის მხრივ. ამან საქართველო ძალზე მიმზიდველ ადგილად ჩამოაყალიბა ინვესტიციების ჩადებისთვის.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის, მდგრადობა უნდა იყოს შენარჩუნებული;  როდესაც ჰიდროენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჰიდრორესურსების მხოლოდ 10 პროცენტს ვიყენებდით, ახლა კი 20 პროცენტს მივაღწიეთ.

დანარჩენი 80 პროცენტი კვლავაც გამოსაყენებელი გვაქვს და ის დიდი ჰიდროელექტრო სადგურები, რომელსაც ქვეყანაში ვაშენებთ, წყლის სისტემების დარეგულირების შესაძლებლობას მოგვცემს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბევრ გამოწვევებსაც მოიტანს.

ფიჯის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა წყალზე დგას. ჩვენც შეგვიძლია იგივე ვთქვათ, რადგან წყალზე ვართ დამოკიდებული.

საბჭოთა კავშირმა არანაირი ინფრასტრუქტურა არ დაგვიტოვა. უფრო მეტიც, ჩვენი ქალაქების უმეტესობას არ ჰქონდა წყლისა და საკანალიზაციო სისტემები.

ხალხი ჭაობებთან ცხოვრობდა და სუფთა წყალთან წვდომა არ ჰქონდათ.

ჩვენ ასობით მილიონი ჩავდეთ ამ საკითხის მოსაგვარებლად და კიდევ ასობით მილიონი უნდა ჩაიდოს, რათა თუ ყველა ქართველს არა, უმეტესობას მაინც ჰქონდეს სუფთა წყალთან წვდომა.

ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)