Google+

რელიზები

17.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი  ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ქვეყნის პირველმა პირმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი (1993-2001 წლებში) ბილ კლინტონი ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

„თქვენ შეცვალეთ მსოფლიოს დიდი ნაწილი. ძალიან ცოტა ადამიანმა თუ შეძლო მსგავსი რამ ასეთ მოკლე პერიოდში. თქვენ ბევრს მუშაობდით სოციალურ თანასწორობაზე. ვფიქრობ, თქვენ შეძელით ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნების გადარჩენა... თქვენ ისტორიულად დიდი პიროვნება ბრძანდებით არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა ბილ კლინტონმაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი ღირსეული ჯილდოს ტარება.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)