Google+

რელიზები

09.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გორში დაბომბვის დროს დაჭრილი მაია ქიმერიძე მოინახულა.

თავის მხრივ ექიმებმა პრეზიდენტს საავადმყოფოში ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა განუმარტეს. ექიმების განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 200 დაჭრილი, მათგან სამი უმძიმეს მდგომარეობაშია, რომლებიც მიერთებული არიან სუნთქვის აპარატს, ხოლო დანარჩენი 197-ის მდგომარეობა სტაბლურია.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ოთარ ურუშაძემ აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 50 პაციენტის მიღება შეუძლია.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საავადმყოფოში უცხოელ სტუმრებთან ერთად საგანგებოდ მივიდა, რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ იმ აგრესიის შედეგები, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და განაცხადა, რომ საქართველოს მხარე მზადაა შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი. საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს არ ეშინია, თუმცა დღეს არის დრო, როცა ყველამ უნდა გამოიჩინოს გმირობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)