Google+

რელიზები

11.11.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვარშავაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე ჩავიდა, რომელსაც რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და დელეგაცია ესწრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის შეხვდა. საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები იყო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებებში საქართველოს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კერძოდ, ევროკავშირი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას გადახედავს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია და დემოკრატიული განვითარება.

მიხეილ სააკაშვილს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა თავის ევროპელ კოლეგებს. ბრიტანელ დიპლომატთან დევიდ მილიბენდთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნიცაში რუსეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველო, ამაში იგი თავად ბრიტანელმა კოლეგამ დაარწმუნა. „ საქართველოსთან მიმართებაში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იქნება კვლავ პრობლემები რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მე მქონდა დევიდ მილიბენდთან დეტალური საუბარი. მან დამარწმუნა და კონკრეტულად განაცხადა, რომ რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებებში საქართველო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა ევროკავშირი ფუნდამენტურად გადახედავს რუსეთთან ურთიერთობებს. მათ მიიღეს განცხადება იმის შესახებ, რომ ამ გადახედვის პირობებში საქართველო იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ყველას კარგად ესმის,რომ საქართველო ბოლომდე იბრძოლებს - "განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)