Google+

რელიზები

04.02.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კალაუბნის რეკონსტრუქციის დაწყებას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი თბილისის ისტორიული უბნის რეკონსტრუქციის დაწყებას დაესწრო.

კალაუბანში 30-მდე საუკუნოვანი სახლისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, უბანს მე-19 საუკუნის იერსახე დაუბრუნდება. უბნის რეკონსტრუქცია წლის დამლევამდე დასრულდება.

"ხალხს, რომელიც ამ უბანში ცხოვრობს, უნდა გავუმაგროთ სახლები, გაუკეთოთ წყალსადენი და შევუქმნათ ადამიანური ცხოვრების პირობები. ჩვენ მრავალგზის უნდა გავზარდოთ ამ უბანში მდებარე სახლების ფასი, რათა ისინი კომერციულ მიმოქცევაში შევიდეს. ეს ამ უბნის მცხოვრებთა დასაქმებისა და შემოსავლის წყარო გახდება. ამას გარდა, ის, ვინც ამ საქმეს, ამ უბანს აკეთებს, ის მომავალ საქართველოს აშენებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პროექტის ინიციატორი თბილისის მერიაა. როგორც დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რეკოსტრუქციის დასრულების შემდეგ, კალაუბანში აღდგენილი სახლების მეპატრონეებთან დაიწყება ერთობლივი პროექტის "დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად" განხორციელება, რაც ტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)