Google+

რელიზები

04.02.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმუხურში ფოსტის განყოფილება გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს განმუხურს ესტუმრა და

განმუხურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და ერთგულებისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს განმუხურში რუსები არ არიან, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებაა. პრეზიდენტმა რუსების მიერ განადგურებული პატრიოტთა ბანაკი მოინახულა, საჯარო სკოლაში მივიდა და ფოსტის განყოფილების გახსნას დაესწრო.

"ჩვენი განმუხური ოკუპირებული იყო - ოკუპანტებმა აქ თავისი დროშა აწიეს. თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იპოვეს ვერც ერთი კოლაბორაციონისტი, ვერ იპოვეს ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მათ საქმეს მოემსახურებოდა. ისინი ხალხს ფულსაც სთავაზობდნენ და ემუქრებოდნენ კიდეც, მაგრამ ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა, რომელიც ამ მიწის გაკონტროლებისა და ამის დაკანონების საქმეში მათთან ითანამშრომლებდა.

"ჩემო ძვირფასებო, გამბედაობა რომ არ გამოგეჩინათ, ამ სოფლის გათავისუფლება შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, როგორც ეს სოფელი გათავისუფლდა, ისე გათავისუფლდება დანარჩენი საქართველოც. ჩვენი ქვეყნისთვის განმუხური თავისუფლების სიმბოლოა და პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემები აქ აღარ შეიქმნას. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაინგრა, მათ შორის ბანაკსაც და დასასვენებელ ზონებსაც და აუცილებლად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)