Google+

რელიზები

04.03.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის პარკი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა მთაწმინდის პარკში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთაწმინდის პარკი სრული დატვირთვით ერთ თვეში ამოქმედდება და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. როგორც საქართველოს პრეზიდენმა აღნიშნა, მთაწმინდის პარკის მშენებლობას მოსახლეობის დასაქმების თვალსაზრისითაც სერიოზული მნიშველობა აქვს.

"2004 წელს, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ეს პარკი გავეცით იჯარით. ეს იყო არასწორი, ვინაიდან, პრაქტიკულად პარკი რამოდენიმე წლის განმავლობაში დაიკეტა და ხალხი აქ შემოსვლას ვეღარ ახერხებდა. ჩვენ ამ პარკს მოვკიდეთ ხელი სერიოზულად. პრაქტიკულად პარკი ერთ თვეში გაიხსნება და გაზაფხულზე ხალხი აქ ამოვა. შემოდგომაზე კი, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის ჩათვლით, პარკის მსენებლობა სრულად უნდა დასრულდეს. ეს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო პარკია"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)