Google+

რელიზები

19.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში სათევზაო სეინერების ტექნიკური მდგომარეობა შეამოწმა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში სტუმრობისას, სათევზაო სეინერების "მილენიუმ მადაის" `ბარაქა მადაის" და "სიფ მადაის"- ტექნიკური მდგომარეობა დაწვრილებით შეამოწმა.

გემების მფლობელი კომპანიის "მადაის~ გენერალურმა დირექტორმა მურმან ხარაბაძემ მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი სიმძლავრის თევზმჭერები საქართველოს საბჭოთა პერიოდშიც არ ჰყავდა. საქართველოს პრეზიდენტმა ეს ფაქტი თევზჭერაში არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ პირობად მიიჩნია და განაცხადა, რომ მადაის თევზგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავების შემდეგ წარმოებული პროდუქციის უმეტესი წილი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება. საქართველოს მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე მურად მიმინოშვილმა სააკაშვილს წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და კიდევ ორი გემის შეძენის მიზნით, სესხის გამოყოფა სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი სეინერებით ჟურნალისტებთან ერთად ზღვაშიც გაისეირნა, რის შემდეგაც ნავსადგურის ისტორიულ მუზეუმში გადაინაცვლა და ქალაქის ინტელიგენციას შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)