Google+

რელიზები

23.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კარალეთში განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარალეთში ჩავიდა და განახლებული საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად განადგურდა. საბავშვო ბაღი საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით გარემოტდა და თანამედროვე ინვენტარით მოეწყო. დღესდღეობით იქ 16 ადამიანია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილი ბაღის პედაგოგთა ხელფასის ოდენობით დაინტერესდა. პრეზიდენტმა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ლადო ვარძელაშვილს პედაგოგთა ხელფასების საკითხის მიხედვა დაავალა, თავად კი მათ დაზღვევასთან დაკავშირებით საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

პრეზდეტნტთან ერთად, კარალეთში საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სათვისტომოს სახელით ემიგრანტების მხარდაჭერა გამოხტა. პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა დაპირების შესრულებითვის, ოთრ ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელია, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების დახმარება და სოლიდარობის გამოხტვა საქართველოს მიმართ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)