Google+

რელიზები

22.08.2009
საქართველოს პრეზიდენტმა 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ანგარიში ჩაიბარა

მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს შეხვდა და 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ანგარიში ჩაიბარა.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა იმით, იყო თუ არა გამოცდებზე პროცედურული დარვევები, რამდენი სააპელაციო განაცხადი შევიდა, როგორი იყო აბიტურიენტთა მომზადების დონე და სხვა.

მაია მიმინოშვილის თქმით, წელს სულ ერთი საპროცედურო საჩივარი შევიდა, გამოცდიდან არ მოხსნილა არც ერთი აბიტურიენტი და სააპელაციო კომისიამ 800 სააპელაციო განაცხადი განიხილა, რომელთანაგან 20% დააკმაყოფილა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა, თუ რომელ ფაკულტეტებზე იყო ყველაზე მეტი განაცხადი. მომავალ აბიტურიენტებს კი, მიხეილ სააკაშვილმა ურჩია, საბუნებისმეტყველო პროფესიებზე გააკეთონ არჩევანი, რადგან სწორედ ეს პროფესიები იქნება უახლოეს მომავალაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და არა - იურიტების ან ფინანსისტების პროფესია.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ ძირითად მონაპოვრად შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ქვეყანაში სოციალური თანასწორობის განცდა შექმნა.

"მე ვიცი, რომ წელს თქვენი შვილი სამაგისტრო გამოცდას აბარებდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მესმის, რომ დედისთვის ეს არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ მე ამ ფაქტით ვამაყობ. თქვენ შეგეძლოთ, საკუთარი შვილისთვის ტესტები გეჩვენებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ვისი შვილიც არ უნდა იყო, თუ ცოდნა არ გაქვს, უმაღლესში ვერ მოხვდები. ვერც რუსეთმა და ვერც უკრაინამ მსგავსი სისტემის შექმნა ვერ შეძლეს. მათ ამის ნება არ ეყოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე დროა, საგამოცდო ტესტები არა ინგლისში, არამედ საქართველოში დაიბეჭდოს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამის რესურსი საქართველოში უკვე არსებობს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხდა მაია მიმინოშვილს და ეროვნული გამოცდების ცენტრის ყველა თანამშრომელს "ისტორიული საქმიანობისთვის".

"თქვენზე და თქვენნაირ ადამიანებზე დგას ესა ქვეყანა. მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც ასე წარმატებით ახორციელებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)