Google+

რელიზები

18.06.2013 საქართველოს პრეზიდენტმა გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ვწუხვარ გენიალური ქართველი რეჟისორის, შემოქმედისა და დიდი ქართველი - გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.
17.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდები პრეზიდენტის სასახლეში "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მათი პოზიციისა და აზრის მოსასმენად, ღია ეთერით მიიწვია
16.06.2013 მიხეილ სააკაშვილი დღეს  პანამის პრეზიდენს რიკარდო მარტინელს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი რომში FAO-ს კონფერენციის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მართავს შეხვედრებს. მიხეილ სააკაშვილი დღეს პანამის პრეზიდენს რიკარდო მარტინელს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
16.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი FAO-ს 38-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რომში FAO-ს საერთშორისო კონფერენციის დაწყებამდე, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დაჯილდოებით გაიხსნა. სპეციალური პრემია „შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის“ FAO-ს გენერალურმა მდივანმა ჯოზე გრაციანო დასილვამ საქართველოს პრეზიდენტს გადასცა. FAO-ს გადაწყვეტილებით, სპეციალური პრემია გაეროს წევრი ქვეყნების იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
16.06.2013 საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დაიწყო რომში დღეს იხსნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობის მისაღებად იტალიის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება.
15.06.2013 მიხეილ სააკაშვილი: სიტყვა „პატრიოტი“ არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება - ეს ეროვნული ტერმინია
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პატრიოტთა ბანაკების განახლებას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება, თუმცა, მისი თქმით, სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ ანადგურებენ პატრიოტთა სიმბოლიკას.
15.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კონგრესის კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისა და ქვეყნის უკუსვლის თაობაზე.
15.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ სააკაშვილი სიტყვით წარსდგება სპეციალურ სესიაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა FAO-ს გენერლურ დირექტორთან.
14.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა საგანმანათლებლო სისტემაში დაგეგმილ ცლილებებისა და იმ კანონპროექტის კრიტიკით დაიწყო, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება.
14.06.2013 საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები პრეზიდენტის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ფულადი პრემიის ოდენობის გაზრდისა და სახელმწიფო კომპენსაციის შემოღების საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
12.06.2013 საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა, მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორ-მასწავლებლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
11.06.2013 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სხდომაზე აისაფის ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
10.06.2013 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა სამშაბათს, 11 ივნისს, 18 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
09.06.2013 მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიალს დაესწრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, სამხედრო ატაშე და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
09.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას.
09.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა
08.06.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას მიმართა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მწუხარება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო
06.06.2013 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები
05.06.2013 მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სამაგისტრო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)