Google+

რელიზები

09.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთიდან გამოეხმაურა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც დღეს უნდა უყარონ კენჭი და რომელიც კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს და დევნილებს საშუალებას მისცემს ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და შეუფერხებლად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში დადგენილი გრაფიკის ფარგლებში.

"გაეროში განიხილავენ ამ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა უპირობო დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დევნილთა უპირობო დაბრუნების უფლების მიღება გაეროში ბევრმა ვერ მოახერხა. ეს რთული პროცესია. შარშან გავიტანეთ ეს რეზოლუცია, მაგრამ ევროკავშირმა მხარი არ დაუჭირა და რეალურად 15 ხმა მივიღეთ 11-ის წინააღმდეგ. ჯერ ერთი, წელს იმედი გავქვს, რომ ევროკავშირი დაუჭერს მხარს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, რასაც შეიძლება მივაღწიოთ. და მეორე, რუსეთი ხელებს უგრეხს ყველას და პირდაპირ შანტაჟზე გადადის. რუსეთისთვის ეს არის ყელის გამოჭრა - უპირველესად, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული დადასტურება, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველა მათი მოქმედება, რომელიც იქ განხორციელდება დევნილთა საკუთრების კონფისკაციის ან ხალხის არ შეშვების მხრივ, ყველაზე დიდი საერთაშორისო ფორუმის მიერ გამოცხადდება უკანონოდ. ამ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, მათ პასუხისგება მოუწევთ. პირადად ვიცი, რომ რუსეთი ზოგიერთ ქვეყანას ფინანსურ დახმარებას პირდებოდა იმის სანაცვლოდ, რომ ხელი არ მოაწერონ ამ დოკუმენტს, ისევე როგორც კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ისინი პირდაპირ ეუბნებოდნენ ამ ქვეყნებს: როგორც კი ამას ხმას მისცემთ, რუსეთისგან აღარფრის იმედი არ უნდა გქონდეთ და ყოველთვის შეგიქმნით პრობლემებსო. თუ ამის შემდეგ აღნიშნული რეზოლუცია გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ იარაღი დაუძველდათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)