Google+

რელიზები

14.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში ახალი საჯარო სკოლა გახსნა

წეროვანის ახალდასახლებაში ომის დროს დაზარალებულებმა ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყეს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სკოლაში 900 მოსწავლე ისწავლის. მამუკა ხაზარაზეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადაუხადა." ეს არის ბრწყინვალე მაგალითი სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში. ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ბავშვებისათვის ეს ახალი ცხოვრების დაწყებაა" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წეროვანის #3 საჯარო სკოლაში პირველი ზარის დარეკვის შემდეგ მოსწავლეები პრეზიდენთან ერთად შევიდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ახლადაშენებული სკოლა დეტალურად დაათვალიერა და რამდენიმე მოსწავლესაც პირადად გაეცნო. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა თავისი საპირველსექტემბრო ერთსაათიანი მილოცვის ნახევარი იმაზე საუბარს დაუთმო, თუ როგორი ცუდია საქართველო. "მე კი აქ მოვედი იმაზე სასაუბროდ, თუ როგორი კარგია ჩვენი ქვეყანა, როგორი კარგები ვართ ჩვენ, როგორი მრავალეთნიკურია ჩვენი ქვეყანა. ქართველები ძლიერი ხალხია, რადგან ანალოგიური აგრესიის შემთხვევაში ბევრი ერი ფეხზე ვეღარ დადგებოდა. ჩვენი მიწა ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვთ, ჩვენ ჯერ ეს ბრძოლა მოგებული არ გვაქვს, მაგრამ მათ უკვე ბრძოლა წაგებული აქვთ. იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვიგოთ, გვჭირდება ცოდნა. მათ ვერ ვაჯობებთ ვერც იარაღით, ხალხის რაოდენობით, ვერც თავზე ხელაღებულობით და სისასტიკით, რადგან ჩვენ ამის საპირისპიროდ ვვითარდებით. ამ სასტიკი მტრის მოსაშორებლად დიდი ცოდნა და განათლებაა საჭირო"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე პრეზიდენტის განკარგულებით, აღსდგა ოქროსა და ვერცხლის მედლების სისტემა. რამდენიმე მოსწავლეს ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა თავად გადასცა. "თავიდან შემოვიღეთ ოქროსა და ვერცხლის მედალი, ამის გაუქმება იყო შეცდომა, მე ამაყი ვარ იმით, რომ ოქროს მედალი მაქვს აღებული, ამაზე დიდი ჯილდო მე არ მიმიღია, ეს იყო ჯილდო ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის. ასე, რომ ეს ჯილდოც თქვენთვის და თვენი ოჯახისათვის არის მნიშვნელოვანი. შემოვიღეთ წახალისებები წარჩინებული მოსწავლეებისათვის, ასევე განვაახლეთ ოლომპიადებიც" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი სკოლის ეზო დაათვალიერა და მოსწავლეებთან ერთად პირველი ხეც დარგო. "ხეები უნდა დავრგოთ მთელ დასახლებაში" -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)