Google+

რელიზები

02.10.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთარ ჭილაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

ვწუხვარ დიდი ქართველი მწერლის, მრავალმხრივი შემოქმედისა და ქართული ლიტერატურის კლასიკოსის - ოთარ ჭილაძის გარდაცვალების გამო.

საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მისი ღირსეულად განვლილი ცხოვრების, მრავალფეროვანი და, ამასთან, საოცრად საინტერესო შემოქმედების ლოგიკური აღიარებაა.

ოთარ ჭილაძე იყო ნოვატორი მწერალი, რომელმაც ახალი მხატვრული და ესთეტიკური ღირებულებები შექმნა ქართულ მწერლობაში, ქართული სულის ტკივილიანი ისტორია ჩვეული სიდარბაისლითა და სიბრძნით წარმოაჩინა და იმედიანი სიტყვები მიაგო თავის ქვეყანას.

მისი შემოქმედება აწ და მარადის ეკუთვნის ქართველ ხალხს, ქართულ მწერლობას, აწმყოსა და მომავალს.

სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)