Google+

რელიზები

05.10.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა. მიღება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული 25 დამსახურებული პედაგოგი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მიღება, მრავალი ადამიანი ყოფილა აქ, მათ შორის უცხოელი სტუმრებიც, მაგრამ არ მახსოვს, რომ ასეთი განსაკუთრებული სტუმრები მოსულიყვნენ.

პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ მასწავლებლის დღე და ქვეყნის სახელით მადლობა გითრათ იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც სწევთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩვენ მასწავლებლებს საკადრის მადლობას ვერასდროს ვერ ვეტყვით. თქვენს ღვაწლს ქვეყანა სათანადოდ ვერასდროს ვერ გადაიხდის.

ვიცი, რომ თქვენი ხელფასები ჯერ კიდევ დაბალია, უფრო მეტიც, მსოფლიოში კრიზისია და ქვეყანას ეს ძალიან ურტყავს.

ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში მასწავლებლები სამსახურებიდან გაუშვეს კრიზისი გამო.

ჩვენ ბევრი სხვა ხარჯი შევკვეცეთ, მაგრამ დიდი დებატების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მასწავლებლების ხელფასის მატების შესახებ.

აქ არის ქალბატონი ნუცა ეჯიბიძე .თქვენს წინაშე ვიხდი ქედს ქალბატონო ნუცა იმიტომ, რომ 86 წლის ადამიანი გადის ტრეინინგს, არჩეული ჰყავს პროვაიდერი და აქტიურად ემზადება სასერთიფიკატო გამოცდებისთვის. ქედს ვიხრი თქვენი ინტელექტის წინაშე და თქვენი შრომისუნარიანობის წინაშე.

აქ არის ქალბატონი ჩხაიძე,რომელიც სიმამაცის ორდენით არის დაჯილდოვებული. თქვენ 3 წლიანი პილოტური პროგრამა გაიარეთ.

ეს საოცრებაა და მინდა, რომ ეს ახალგაზრდებმა კარგად მოისმინონ. ზოგიერთს თითის განძრევა და წიგნის გადაშლა ეზარება.

აქ იმყოფება ბატონი გვიჩიანი. ვიცი, რომ ბავშვები უარს ამბობენ სხვა მასწავლებელი შევიდეს გაკვეთილზე თქვენს გარდა.

ქალბატონო მარიამ, ვიცი რომ, თქვენ დაჯილდოვებული ხართ სიმამაცისთვის.

მინდა ახალაზრდებმა ეს კარგად მოისმინონ. ზოგიერთს თითის განძრევა ეზარება.

ადამიანი,რომელმაც იცხოვრა სხვა ეპოქაში, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, იქ ბევრი გმირობა ჩაიდინა და დღეს ყოველდღიურად ჩადის გმირობას.

მინდა რომ თქვენისთანა ხალხი შთააგონებდეს ახალგაზდრობას.

ვიცი, რომ პედაგოგებში არის ეს აზრი.

ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ სკოლის ნიველირება.მისაღები გამოცდების ასეთი სისტემა მისაღებია, მაგრამ ამას უნდა დახვეწა.

გთხოვთ რომ მოგვცეთ თქვენი წინადადებები. თუ თვლით, რომ გამოცდა არის დასამატებელი, ეს უნდა დასაბუთდეს და ჩვენ მოვუსმენთ მასწავლებლებს.

ჩემი მასწვალებლები არიან თქვენს ასაკში და ისინი დღესაც ასწავლიან სკოლაში. თითოეული მათგანი,თავისი კვალიფიკაციით, ძალიან ბევრ ახალგაზრდას "ჩაისვამს ჯიბეში."

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღირსების ორდენებით დაგაჯილდოვოთ იმიტომ, რომ ღირსების ორდენი ზუსტად შეესაბამება იმას,რასაც თქვენ გამოხატავთ.

თქვენი სახით მინდა მასწავლებლის დღე თითოეულ მასწავლებელს მივულოცო." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)