Google+

რელიზები

20.10.2009
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

ამ ბოლო ხანს პრესაში და ინფორმაციის სხვა საშუალებებით გავრცელდა რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის მიმართ. ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხტომები, ნებით თუ უნებლიეთ ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას. მათი ავტორები სარგებლობენ ეკლესიის ზოგადი თავშეკავებით პოლიტიკურ საკითხებზე და ამიტომ პასუხის გაცემის შეუძლებლობით ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას.

საქართველო მთელს რეგიონში დებატების სიმძაფრით და მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც დემოკრატიული და მისასალმებელია. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ეკლესიის პროვოცირება და მისი ძალაუნებურად პოლიტიზირების მცდელობა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს უწყობს ხელს.

პრეზიდენტისთვის მიუღებელია ამგვარი ქმედებები და გამონათქვამები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ღვაწლისა და დამსახურების მქონე მოღვაწეა და საზოგადოების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან დიდი მხარდაჭერით და პატივისცემით სარგებლობს. ჩვენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ რათა დავიცვათ მისი რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაცია




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)