Google+

რელიზები

28.10.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის მთავარი თემა საქრთველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება იყო. "ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ პოლონეთის არა მარტო მისი დამოკიდებულების გამო ქართველი ერის მიმართ, არამედ იმ პოლიტიკური მესიჯების გამო, რომელიც ყოველთვის გვესმის საერთაშორისო მაშტაბით. საქართველოს არსებობისთვის ამგვარი მესიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველო გადაურჩა კატასროფას. ის ფაქტი, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ წამყვან ადგილებს ვიკავებთ მსოფლიო რეიტინგებში, მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებში. პოლონეთმა კარგად იცის რა მოხდა შარშან აგვისტოს, მაგრამ საჭიროა ეს იცოდეს დანარჩენმა ევროპულმა ქვეყანამაც." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი შეხვდა თავის პოლონელ კოლეგას. ლეხ კაჩინსკისთან ოთხსაათიან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პესრპექტივები განიხილეს.

"მე მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ახლა კი ამ სასახლეში ვიმყოფები ბატონ კაჩინსკისთან ერთად.

მან ისაუბრა გასული წლის აგვისტოს მოვლენებზე. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გულითადი მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც იმ რთულ დღეებში გამოიჩინა.

ქართველი ხალხი მადლობელია არა მხოლოდ მისი სიმამაცისა და გმირობის, არამედ იმ პოლიტიკური მესიჯების გამოც, რომლებიც პოლონეთიდან მოდის.

პოლონეთი საქართველოს ბოლომდე გვერდით უდგას და ყველაზე კარგად ესმის ის სირთულეები, რომლიც წინაშეც ქართველი ხალხი დგას.

ჩვენ სახეზე გვაქვს რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, ეთნიკური წმენდის ფაქტები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც დადასტურდა.

უკვე დაიდო ევროკომისიის დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგფის დასკვნა, რომლის მუშაობაშიც გერმანელი ექსპერტები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და რომლის გარკვეულ პუნქტებს რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით, თუმცა ამ დოკუმენტში ნათქვამია მთავარი რამ, რომ ის, რასაც საქართველო ამბობს აგვისტოს ომზე არის მართალი.

პოლონური მხარის მხარდაჭერას ჩვენ ყოველ წუთში ვგრძნობთ. ამისთვის ჩვენ მადლობელი პოლონელი ხალხის."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა, ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პოლონეთის პირველ არხს ინტერვიუც მისცა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური მესიჯები, რომელიც პოლონეთიდან მოდის.

პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით.

თუმცა მეორე მხრივ, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც პატარაა, მაგრამ რეგიონში დიდი გავლენით სარგებლობს.

ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ ამერიკასთან, რომელიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა დასკვნა ომის შესახებ, კომისიამ თქვა, რომ ქართული მხარე სიმართლეს ამბობდა. ხოლო ის, რასაც რუსეთი აცხადებდა, მცდარი აღმოჩნდა.

ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას. ვმონაწილეობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.

ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს.

საქართველომ მიიღო ეკონომიკის თავისუფლების აქტი. მე მჯერა რომ ქვეყანა უნდა იყოს არაკორუმპირებული და უნდა ჰქონდეს ლიბერალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, რისი მაგალითიც საქართველოა.

ჩვენი ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ევროპაში ახალი ბერლინის კედელია აღმართული, ხალხი ისევ იბრძვის მშვიდობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლების სურვილი გაიმარჯვებს."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)