Google+

რელიზები

16.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობის წევრებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ლიბერალიზაციის კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობები და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. უმრავლეოსობამ პრეზიდენტთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელა.

მმართველი გუნდისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ შეხვედრაზე თვითმმართველობის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)