Google+

რელიზები

13.05.2010
მიხეილ სააკაშვილმა ხუთი დეკემბრის ქუჩაზე საცურაო აუზი "ოლიმპიკი" გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა  ხუთი დეკემბრის ქუჩაზე  საცურაო აუზი "ოლიმპიკი" გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ ეს აუზი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ზოგიერთი ბავშვი უფასოდაც შეძლებს შესვლას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ფუნქციონირებს ასეთი მასშტაბის საცურაო აუზები და მნიშვნელოვანია, რომ ახალი აუზი გაიხსნა გარეუბანშიც.
"ჩემი ოცნებაა, რომ ყველა მიკრორაიონში და ყველა დიდ ან პატარა დასახლებაში გაიხსნას ასეთი ტიპის საცურაო აუზი, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე თბილისში, სხვა ქალაქებსა და რეგიონში უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს არ არის მხოლოდ სპორტული პროექტი, ეს არის სოციალური პროექტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე ასევე ისაუბრა საცურაო აუზის მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიაზე. "ამ გზაზე უწევდა გავლა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს და ისინი ადრე უყურებდნენ ნაგვის დიდ ხროვას, ჩამონგრეულ სახლებს და ამ შენობის ჩონჩხს. ახლა კი, აქ განთავსდა დიდი საცურაო აუზი. დღეს დილიდან კი, "მებაღე" გიგი უგულავა ქალაქის გამწვანებაზე მუშაობს; როგორც ჩანს აქაც იმუშავა უგულავამ და კარგი ბაღი გააშენა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საცურაო აუზთან გაიხსნება რაგბის მოედანი და მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სპორტული ცენტრიც აშენდება.
საცურაო აუზის გახსნაზე პრეზიდენტმა წყალბურთის ნაკრების წევრ  ნოდარ რაფავასაგან 5-ნომრიანი ქუდი მიიღო საჩუქრად. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ  ცოტა ხნით წყალბურთის ნაკრების წევრი იყო და ამ სპორტით სერიოზულად იყო გატაცებული.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)