Google+

რელიზები

15.05.2010
“ევროპის სახლში” ევროპული დებატები გაიხსნა

“ევროპის სახლში” ევროპული დებატები გაიხსნა. დებატების თემა “ევროპის მომავალი და საქართველოს ევროინტეგრაცია” იყო. დებატები მიხეილ სააკაშვილმა გახსნა მასში მონაწილეობა გავლენიანმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა, ექსპერტებმა და მიმომხილველებმა მიიღეს. დებატებში მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე კვასნევსკიმაც.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო არის ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და ეს ევროპამ და მისმა წევრმა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა დაინახონ.”კვასნევსკიმ ევროპული ევოლუციაც კი უწოდა იმას, რაც საქართველოში იხილა”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზოდენტის თქმით, საქართველომ არ უნდა შეხედოს ევროპას, როგორც რაიმე ძნელად მისაღწევ მიზანს. ევროპამაც უნდა დაინახოს, თუ როგორ სჭირდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ იმყოფება ჩემი მეგობარი კვასნევსკი. ის ისტორიული პირია არამარტო პოლონეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპისათვის. პოლონეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა საქართველოსთვისაც.საბჭოთა გავლენის სფეროში დაბრუნება ჩვენს მიზნებში არ შედის, საქართველოს რეალური არჩევანი ევროპასთან დაახლოებაა, ეს ევროპული მომავალია, ჩვენთვის ევროპა დემოკრატიას ნიშნავს, კარგად მესმის, რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპული ტრანსფორმაცია".-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი. მისი განცხადებით, საქართველოში ბოლო ვიზიტის - 2001 წლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)