Google+

რელიზები

04.06.2010
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში დასრულდა

რუმინეთის დედაქალაქიდან იხეილ სააკაშვილ კონსტანცაში გაემგზავრა, სადაც საქმიან წრეებთან გამართა შეხვედრა და რვა კილომეტრიანი სანაპირო ზოლი დაათვალიერა.

"კონსტანცა არის ქალაქი, რომელიც არის ბათუმის კონკურენტი. როდესაც 5 წლის წინათ აქ პირველად ჩამოვედი ბათუმი ნანგრევებში იყო. რა თქმა უნდა, კონსტანცამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ იმის გასაგებად, თუ რა გზა გამოვიარეთ, დიდი ექსკურსია მოვაწყოთ სკეპტიკოსებისთვის და  დავანახოთ მათ, რაც აჭარაში კეთდება. ჩვენი კონკურენტი მართლა არის დუბაი, კანი, ნიცა, ნტროპე, ბარსელონა და მათზე უნდა ავიღოთ სწორება. თუკი შესაძლებელი გახდა ამ გზის გავლა, დარწმუნებული ვარ შესაძლებელია შემდგომი გზის გავლაც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში დღეს დასრულდა. რუმინეთში ოფიციალურ შეხვედრებზე ითქვა, რომ საქართველო ნატოს ღირსეული წევრი გახდება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)