Google+

რელიზები

25.08.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ხორბლის ფასის მატებასთან დაკავშირებით, მთავრობას კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება დაავალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოში ხორბლის ფასის მატებასთან დაკავშირებით, რეაგირება მოახდინა და საქართველოს მთავრობას კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან ერთად, დიღმის ერთ-ერთ სუპერმარკეტს ესტუმრა და სამომხმარებლო კალათში ასახული ცვლილებების ტენდენციებით ადგილზე დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა მთავრობას ერთ კვირაში იმ ღონისძიებათა პაკეტის წარდგენა მოსთხოვა, რომლითაც მსოფლიოში არსებული ტენდენციებით გამოწვეული რისკების შემცირება იქნება შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ ხორბალზე გაზრდილი ფასი საქართველოს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი, სოციალურად დაუცველ ფენაზე ნაკლებად აისახოს.  როგორც მან აღნიშნა, უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია, რათა საქართველო ხორბლის მოწოდების თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ რეგიონზე არ იყოს დამოკიდებული.  პრეზიდენტმა  აღნიშნა, რომ ხორბლის ფასის მატება გამოწვეულია იმით, რომ  მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ხორბალზე მკვეთრად გაიზარდა, ხოლო მოსავალი საგრძნობლად შემცირდა.

ცნობილია, რომ ხორბლის მოსავალი მსოფლიო მასშტაბით 4 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ძირითადი მომწოდებლები იყვნენ - უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი,  25 პროცენტით, რომლებმაც ხორბლის ბაზარი მთლიანად ჩაკეტეს.

"როდესაც ენერგეტიკის თვალსაზრისით მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ვიყავით დამოკიდებული, ელექტროენერგიის ფასი ხშირად იზრდებოდა და, ფაქტობრივად, მუდმივად შანტაჟის ქვეშ ვიყავით. ახლაც იგივე აღმოჩნდა - ხორბლის მოწოდების მხრივ, ერთ რეგიონზე ვიყავით დამოკიდებული. გთხოვთ, რომ ერთ კვირაში წარმოადგინოთ იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომლის საშუალებითაც მოვახდენთ შემომტანთა  დივერსიფიცირებას, რათა ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად იყოს დაცული. არავინ არ უნდა შეეცადოს რომელიმე სფეროს მონოპოლიზაციას და რაიმე ბერკეტის ხელოვნურად გამოყენებას თუნდაც კომერციული თვალსაზრისით. შემოდგომისთვის მაქსიმალურად უნდა შევაჩეროთ ფასების ზრდა ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)