Google+

რელიზები

23.08.2010
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ბულვარის გაფართოების გეგმის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის ბულვარის გაფართოების გეგმის პრეზენტაცია გამართა. ახალი ბულვარის დღემდე არსებულ ექვსკილომეტრიან მონაკვეთს 3 ათას 300 მეტრიანი მონაკვეთი დაემატა. მომავალ წელს საქართველოში ევროპაში ყველაზე გრძელი ბულვარის მშენებლობა დასრულდება. სანაპირო ზოლს კიდევ 20 კილომეტრიანი მონაკვეთი დაემატება, რომელიც კვარიათამდე გაგრძელდება. მშენებლობასთან ერთად დაიწყება ბულვარის კეთილმოწყობაც. ახალ ბულვარში პარკები, გოლფის მოედნები და გასართობი ცენტრები განთავსდება.  

"ეს იქნება ევროპის ყველაზე გრძელი ბულვარი, არა ისეთი, როგორიც  ნიცაშია, არამედ უფრო ფართო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე გრძელი ბულვარი ევროპაში. მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე, აეროპორტიდანვე შეგიძლია ზღვის ბულვარს გაუყვე. შემოვლითი გზის წყალობით, ბათუმში სატრანზიტო ტრანსპორტი აღარ ივლის. ბათუმს გაივლის ის ხალხი, რომლებიც კვარიათში, გონიოსა და სხვა ადგილებში დაისვენებენ. გონიოს პოლიგონზე ახალი ბათუმი უნდა ავაშენოთ. აჭარაში ამდენი ხალხი იმისთვის ჩამოდის, რომ აქ არის ძალიან ბევრი საჯარო სივრცე. ხალხს ჯერ არ აქვს იმის ფული, რომ ძვირადღირებულ კაფეებში ისხდნენ, მაგრამ იმის ფული აქვთ, რომ ბავშვები ბულვარსა და მოცეკვავე შადრევნებთან გაასეირნონ. ამიტომ არის, რომ მთელი საქართველო დაიძრა აჭარისკენ. წელს აჭარაში 350 ათასზე მეტი ქართველი დამსვენებელი გვყავდა. ასლანის დროს პიკი 150 ათასი ადამიანი იყო. მაშინ უცხოელები არ არ დადიოდნენ, დღეისთვის კი, 350 ათასი დამსვენებელი უცხოეთის მოქალაქეა. როდესაც ეს ქალაქი გაშენდება,  არ უნდა ვიჩქაროთ და სწორედ უნდა დავაგეგმაროთ, ისევ უნდა გავითვალისწინოთ ბევრი პარკი და ბევრი საჯარო სივრცე, რათა ადამიანს კარგად ეცხოვრებოდეს. ის, რაც ბათუმში გაკეთდა, იმის მეათედია, რაც მომავალში უნდა გაკეთდეს. ბათუმი ნიცაზე ბევრად უკეთესი გამოდის. ნიცაში ნამყოფი ვარ და კარგად ვიცი, რა არის ნიცა. არსად არ არის ასეთი დაგეგმარება, ამდენი საჯარო სივრცე, რამდენიც ჩვენთან. სახელმწიფოს მხრიდან არსად ამდენი ინვესტიცია არ იდება, ხოლო კერძო სექტორიდან არსად ასეთი ენთუზიაზმი არ შეინიშნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველაზე გრძელ ბულვართან ერთად ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდიც გაკეთდება. მდინარე ჭოროხზე თანამედროვე დიზაინის ხიდის პროექტი უკვე მზადაა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)