Google+

რელიზები

13.09.2010
მიხეილ სააკაშვილმა პაატა ბურჭულაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯიდოვა

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კადეტთა კორპუსის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე,პაატა ბურჭულაძე ბრწინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რომელიც მსოფლიო საოპერო ვარსკვლავმა კადეტებთან ერთად შეასრულა.

მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე დიდი ქართველი მომღერალია და ის არის მაგალითი მნიშვნელოვანი მიღწევებისა. პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება იმ საქმეებს, რომელსაც პაატა ბურჭულაძე აკეთებს და საზოგადოებას და მედიას ამ საქმეების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

 „როცა მიღწევებზე ვსაუბრობთ, მინდა მივესალმო პაატა ბურჭულაძეს.

ეს არის დიდი ქართველი მომღერალი ისეთი როგორიც იყო ვანო სარაჯიშვილი, დავით გამრეკელი,ზურაბ ანჯაფარიძე. ასეთი ადამიანები კიდევ ბევრი გაჩნდებიან ალბათ საქართველოში.

პაატა ბურჭულაძე არის დიდ მომღერალი. ბევრისთვის მუსიკალურ სამყაროში პაატა ბურჭულაძე და საქართველო არის სინონიმური ცნებები. პაატა ბურჭულაძე არის მიღწევების მაგალითი და ამ მიღწევებით ის ხალხის დაუცველ ნაწილს ეხმარება. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ დიდ მოღვაწეს მივანიჭეთ ორდენი, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს მის ბუნებას, ეს არის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი. ბრწყინვალება, მხოლოდ ტალანტი არ არის, ეს არის ბრწყინვალე ადამიანური ბუნება. მინდა მივესალმო იმას, რასაც პაატა აკეთებს.

მინდა ტელევიზიები და საზოგადოება გამოეხმაუროს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მახათის მთაზე ეკლესიის მშენებლობას და დაუჭიროს მხარი იმას , რასაც პაატა აკეთებს

მინდა პაატას გადავცე ბრწყინვალების ორდენი და ვუსურვო მას წარმატებები იმ დიდ ეროვნულ საქმიანობაში, რომელსაც ის ეწევა."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი

პაატა ბურჭულაძე თავის მხრივ  პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მაღალი ჯილდოსთვის. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში. ჩემთან ერთად არის პატარა დავით რაზმაძე, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს. იგი სახეა იმ ომისა, რომელიც 8 აგვისტოს გადაგვხდა. მან ამ ომში მამა და ორსული დედა დაკარგა. ფონდმა "იავნანამ" მისი აღზრდის პასუხისმგებლობა აიღო. ეს ჩვენი საყვარელი შვილია. მახათას მთაზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ღვთისმშობლის ხატის ეკლესია შენდება. დიდი მადლობა პრეზიდენტო, რომ ამ საერო საქმეს გვერდში ამოუდექით."-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)