Google+

რელიზები

12.09.2010
ბაქოში სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა გაიმართება

14 სექტემბერს ბაქოში ენერგეტიკული სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ მიიღებენ. სამიტი  აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეხება.

13 აპრილს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ", რომლის მიხედვით, შავ ზღვაზე ორი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.
პროექტი,  საქართველოს გავლით კასპიური ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში, 13 სექტემბერს, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.

სამიტზე ენერგეტიკული პროექტი უმაღლეს დონეზე გაფორმდება და მას ხელს სამივე ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)