Google+

რელიზები

07.09.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები და რეკონსტრუირებული ქუჩები დაათვალიერა და მოსახლეობასაც ესაუბრა.
სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 100 სახლს, მათგან 12 მთლიანად დაშალეს და ხელახლა ააწყვეს, გაკეთდა რვა ქუჩა, მათგან - ორი ცენტრალური და ექვსი მიმდებარე. სულ დაიგო 6 კილომეტრამდე მონაკვეთზე ქვაფენილი. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 14 ოქტომბრისთვის იგეგმება.

„ამბობენ პრეზიდენტი სიღნაღს გადაყვა, მერე თქვეს შეგვჭამა ამან თავის ბათუმით, მერე ანაკლია აიკვიატა, მესტია, მერე მცხეთა. კი გამოვიდა ეს მთელი საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი ამ ეტაპზე. ეხლა ვემზადებით, ოკუპირებული ნაწილისთვისაც"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, რომ სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება სავაჭრო რიგები, მცირე ბაზრობა, სადაც გამოფენილი იქნება ქართული ხელოვნების ნიმუშები. ამ ტერიტორიაზევე  განთავსდება ავტოსადგომი და რამდენიმე კაფე. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება დაეხმარება სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მცხეთელებს, რომ სასტუმროებისა და მცირე ობიექტების გასახსნელად ბანკებისგან დაფინანსება მიიღონ.

"ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემოსავლების გაზრდა იქნება შესაძლებელი. ამისთვის კარგი იქნება, თუ გახსნით სასტუმროებს ან კაფეებს. ჩვენ ვაპირებთ, ვთხოვოთ ბანკებს, რომ თქვენ დაგაფინანსონ", - აღნიშნა მიხიელ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ტაძრის წინ ქვაფენილი ეგება. ქვაფენილს აგებენ იმ ქვებისგან, რომელიც პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის შემდეგ დარჩა.
"იმ მასალისგან, რომელიც დარჩა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის შემდეგ გამოუყენებელი, ვაგებთ აქ ქვეფენილს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მოსახლეობამ პრეზიდენტს მათი სახლების შეკეთებისა და მთლიანად სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)