Google+

რელიზები

01.10.2010
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრა 50 წუთი გრძელდებოდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას და ლისაბონის სამიტისათვის მზადების პროცესს. პრეზიდენტთან შეხვედრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მხარეებმა ღრმა მწუხარება გამოხატეს ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მისი მოადგილე გიგა ბოკერია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ესწრებოდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)