Google+

რელიზები

29.09.2010
საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა

30 სექტემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი  ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დახვდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს 1ოქტომბრიდან დაიწყებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრება. გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლებს, სადაც სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს. შემდეგ შეხვედრებს პარლამენტის თავჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს. ამის შემდეგ, ანდერს ფოგ რასმუსენი, გიორგი ბარამიძესთან ერთად, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს გახსნის.    

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ნატოს გენერალური მდივნისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია.

ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს ამავე დღეს დატოვებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)