Google+

რელიზები

14.09.2010
ბაქოში ისტორიული დეკლარაცია გაფორმდა

 

 ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში "ზაგულბა" სახემწიფოთა მეთაურების ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. 14 სექტემბერს ბაქოს დეკლარაციას ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს.

დოკუმენტი პროექტის პოლიტიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. ახალი ენერგეტიკული პროექტის მეშვეობით, გაზი კასპიური ენერგომატარებლებით, საქართველოზე ტრანზიტით ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება.

დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთში შავ ზღვაზე ორი ახალი გაზის გამათხევადებელი ტერმინალის მშენებლობა.

სახელწიფოთა მეთაურებმა ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრეზიდენტებმა ბაქოს დეკლარაციას ისტორიული უწოდეს, ახალ პროექტს კი, ყველაზე რეალური. გადაწყდა, რომ პროქტში უნგრეთიც ჩაერთვება. პრემიერ-მინისტრ  ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა რუმინეთთან ერთად ევროკავშირში ახალი ენერგეტიკული პროექტის მთავარი ლობისტები იქნებიან.

მიხეილ სააკაშვილი: "ეს არის მნიშვნელოვანი გარღვევა ენერგო უსაფრთხოების საკითხებში. ენერგეტიკა უნდა გახდეს სერიოზული იარაღი და არ უნდა იყოს ადვილად დასამორჩილებელი პოლიტიკიდან გამომდინარე.

ევროპა რუსეთის გვერდის ავლით სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეშვეობით მიიღებს ბუნებრივ აირს.ეს მნიშვნელოვანი ახალი პროექტია,მაგრამ  ასევე სტრატეგიულად არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაბუკო,რომელიც ასევე უნდა განვითარდეს. ადრე მხოლოდ ბათუმისა და ფოთის პორტები იყო ,ბოლო წლებში ვითარება სრულიად შეიცვალა.

მას დაემატა სუფსა და ყულევი,ახლა უკვე ანაკლიაც და იმ პირობებში როცა სანაპიროს 2/3 ოკუპირებულია .ჩვენ 2 წლის განმავლობაში გავზარდეთ და კიდევ უფრო გავზრდით ქვეყნის ენერგო პოტენციალს.

იზრდება საქართველოს, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის როლი. მნიშვნელოვანია კავშირების დამყარება აღმოსავლეთის მიმართულებით: ირანი, ერაყი, თურქეთი.

ენერგეტიკულ სფეროში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია და ახლა ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში,სადაც არა მარტო ნავთობის გამყიდველი ქვეყნები კარნახობენ პირობებს, არამედ მისი მომხმარებლებიც. ადრე ენერგიის მიმწოდებლები ძირითადი მოთამაშეები იყვნენ, ახლა კი, მომხმარებლებიც მნიშვნელოვანი ფაქტორები არიან.

მუდმივად ხდებოდა ზეწოლა და მანიპულაციები ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნებიდან, ახლა კი, ეს იცვლება. იქმნება ახალი ენერგეტიკული პოლიტიკა. ჩნდება მიწოდების ახალი გზები,მუშავდება გაზის ახალი საბადოები.მეორე მხრივ, დიდი ტრადიცია არსებობს. ბაქო მსოფლიოში ერთი-ერთი პირველი ნავთობმწარმოებელი იყო, სადაც ნავთობის ექსპორტი ბათუმის გავლით ხდებოდა.

ახლა გაცილებით უკეთესი პირობები გვაქვს შექმნილი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.

მალე დასრულდება მუშაობა თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაზე, რაც  ევროპას საქართველო-აზერბაიჯანის გავლით ცენტრალურ აზიასთან უმოკლესი გზით დააკავშირებს.

საქართველო უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში გააორმაგებს ელექტროენერგიის წარმოებას და ამით ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორის გამოყენებით,კიდევ უფრო მეტი ექსპორტ იმპორტი განხორციელდება.

საშუალება გვქენება ენერგიის ექსპორტი მოვახდინოთ თურქეთში, ირანში და ერაყში. ვიმუშაოთ აზერბაიჯანის ენერგო სექტორებთან პარალელურ რეჟიმში.

ადრე რუსეთიდან ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების 8%-ს უკეთებდით იმპორტს,ახლა კი პირიქით,რუსეთში ვანხორციელებთ ექსპორტს. აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ნამდვილი გარღვევაა და რევოლუციური ნაბიჯია.

ეს ქალაქი ძალიან სწრაფად ვითარდება. გუშინ დავათვალიერე ახალი მშენებლობები, რომლებიც აქ მიმდინარეობს. ჩვენს ქვეყნებს მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ და ეს პროექტები ჩვენს საერთო ხედვას ემყარება. ეს სერიოზული გარღვევაა, თუ რუკას შევხედავთ, ეს ლოგიკური განვითარებაა.

 პროექტი გადაკვეთს შავ ზღვას და გაზს კასპიიდან ევროპის მიმართულებით გადააგზავნის, ჩვენ, რა თქმა უნდა,  ნაბუკოსაც ვუჭერთ მხარს და მასაც დიდი პერსპექტივა აქვს. მაგარამ უნდა ითქვას აზრი პროექტზე, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა უნგრეთი ხდება და ენერგოკუთხით თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს გავაღრმავოთ ურთიერთობები ევროპასთან. უნგრეთი ამ პროექტში ახალი სისხლია, ეს ყველაზე რეალისტური პროექტია, ყველა ალტერნატიულ პროექტთან შედარებით. ყველაზე ლოგიკური, მოკლე დამაკავშირებელი გზაა, რომელიც შავ ზღვაზე 1100 კილომეტრს გაივლის"    

ილხამ ალიევი: " ამ პროექტს დიდი მომავალი აქვს. მისი განხორციელებისთვის არსებობს პოლიტიკური ნება. ბევრი სამუშაო ჩასატერებელი იმისათვის, რომ მისი იმპლემენტაცია მოხდეს.უნდა ავაშენოთ ახალი მილსადენი, ვსაუბრობთ ყველა მხარის-  მომპოვებელს, ტრანზიტორსა და მომხმარებლის ინტერესთა ბალანსზე. ჩვენ გაზს ყველა მეზობელს ვაწვდით, თუმცა საექსპორტო პოტენციალს სრულად ვერ ვიყენებთ, ვეძებთ ახალ ბაზრებს, შეგვიძლია გავზარდოთ ექსპორტი საქართველოშიც, რადგან საქართველო ეკონომიკურად სწრაფად ვითარდება და შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ. განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, რადგან საქართველო მთავარი გარანტია ამ პროექტის განხორციელებისა. ეს საუკუნის პროექტია და რასაკვირველია მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნის როლი. მინდა მადლობა გადაუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს მისი ძალისხმევისთვის, რომელიც მან გამოიჩინა აღმოსავლეთ ენერგოდერეფნის განვითარებისათვის.

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს მრავალ საუკუნოვანი ურთიერთობების ისტორია და დღეს აზერბაიჯანი და საქართველო, კიდევ უფრო ააქტიურებენ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

ტრაიან ბასესკუ: "ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობას გააგრძელებენ. ხელს შეუწყობთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას. ეს არქიტექტურა პირველ რიგში, პრინციპებსა დაღირებულებებს უნდა პასუხობდეს. საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად შავი ზღვის ქვეყნების რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა უნდა დამყარდეს. ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს, საერთაშორისო სამართლის და ნორმის დაცვით უნდა გადაიჭრას. ნებისმიერი მხარდაჭერა სეპარატისტული რეგიონებისა, არის მცდელობა იმისა, რომ მთლიანად რეგიონში სტაბილურობა დაირღვეს.ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა შევეცადოთ რომ ეს კონფლიქტები გადაიჭრას. შავი ზღვის რეგიონისათვის ამ პრობლემის გადაწყვეტა აუცილებელი პირობაა.მინდა მივულოცო საქართველოს გაეროს რეზოლუციის მიღება იძულებით გადაადგილებულ პირთა  საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების შესახებ. მხარს ვუჭერთ საქართველოს და მომხრე ვარ, რომ ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს. უნგრეთის ამ პროექტში ჩართვა ნიშნავს, რომ ევროკავშირი ამ საკითხს სწორად უდგება. პროევროკავშირისა და ნატოს უსაფრთხოება დამოკიდებულია რეგიონში არსებულ ვითარებაზე. პროექტი ემყარება ეფექტურობას და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირის პროექტში ორი სანაპირო უკავშირდება ერთმანეთს და ენერგოუსაფრთხოება გადის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

ვიკტორ ორბანი „ის, რომ ამ მოლაპარაკებებში უნგრეთი თავიდან არ ჩაერთო, შეცდომა იყო. უნდა განვავითაროთ ისეთი თანამშრომლობა, რომელიც ყველა მხარეს  მომგებიან პოზიციაში დააყენებს. გამოვყოფ სამ ასპექტს:  პირველი - პოლიტიკური თვალსაზრისით ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მეორე- ენერგოპროექტების დივერსიფიცირება აუცილებელია, მესამე- უნგრეთი ევროკაცშირის შიგნით უნდა იყოს პროექტის გარანტი და ლობისტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროექტი სტაბილური იყოს. პროექტით ევროკავშირი დაინტერესებულია და ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ აუცილებელია წინააღმდეგობის გადალახვა და თანამშრომლობა. უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს სხვა ინსტიტუტებისა და სახელმწიფოების ჩართვა ასეთ პროექტში. ვფიქრობ, ევროპა უფრო გახსნილი უნდა გახდეს მსგავსი პროექტების მიმართ."   

 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)