Google+

რელიზები

19.10.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა

საქართველო პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა, რომელზეც გასული დღეების მნიშვნელოვანი საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის  სოფელი პერევი დატოვეს და 26-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ქართული მხარე  სრულად აკონტროლებს ამ სოფელს. როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს არის პირველი ნაბიჯი დეოკუპაციისკენ. ამ ნაბიჯის გადადგმა კი სწორედ  საერთაშორისო თანამეგობრობის ზემოქმედების  შედეგად მოხდა. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 99 პროცენტზე ისევ რუსული სამხედრო შენაერთები  რჩებიან, პერევი კი ოკუპირებული ტეროტორიის მხოლოდ ერთი პროცენტია. მისი თქმით, ჯერ კიდევ გადაუჭრელია ყველა ის ძირითადი საკითხი  და პრობლემა, რომელიც  ოკუპაციას ახლავს თან და მათ გადასაჭრელად მუშაობის გაგრძელებაა აუცილებელი.

„პერევი ოკუპირებული ტერტორიის ერთი ნაწილი - ერთი სოფელია.  საქართველოს  ხელისუფლებისა და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია, რომ  ოკუპანტებისგან ქვეყნის თითოეული  გოჯი და თითოეული მეტრი გათავისუფლდეს. მნიშვნელოვანია, რომ  2008 წლის სარკოზი-მედვედევის შეთანხმების  ძირითადი და პრინციპული საკითხები, მათ შორის   დეოკუპაციის შესახებ, შეუსრულებელი, ხოლო საქართველოს  ტერიტორიების 20 პროცენტი ისევ ოკუპირებული რჩება. რუსეთის მხარე კვლავ არღვევს  ამ შეთანხმებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებები ილახება,  ათი ათასობით  დევნილს შესაძლებლობა არ აქვს უსაფრთხოდ  და ღირსეულად დაუბრუნდეს  საკუთარ საცხოვრებელს. რუსული მხარე საერთაშორისო სადამკვირვებლო  მისიებს საშულებასა და უფლებას  არ აძლევს  შევიდნენ და იმოქმედონ ოკუპირებულ  ტერიტორიებზე", -  აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამჟამად, პერევში სიტუაციას მთლიანად ქართველი სამართლდამცველები და  საერთშორისო დამკვირვებლები აკონტროლებენ. ახლა მთავარია სოფელ პერევის  მოსახლეობის სრული უსაფრთხოება, რაც, პრესსპიკერის თქმით, გამოიხატება იმაში, რომ   მთლიანად შემოწმდეს  რუსული მხარის მიერ დატოვებული ტერიტორია და  საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს განაღმვითი სამუშაოები.

„ეს უნდა იყოს პროცესის ნაწილი და არა საბოლოო  შედეგი, რომელიც დაიწყო და დასრულდა. ამ პროცესს გაგძელება უნდა მოჰყვეს. გადადგმულმა ნაბიჯმა დაგვანახა, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიან და მტკიცე პოზიციას შეუძლია დადებითი შედეგი  მოგვცეს. ეს არის  სწორი სამოქმედო გზა. ვიმედოვნებთ, რომ დიმპლომატიური ზემოქმედება გაგრძელდება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერი გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღების თემასაც შეეხო. მისი თქმით ახალი კონსტიტუცია, ბალანსის თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ხელისუფლების სხვადასხავა შტოებს შორის სრულიად ახალ მოდელს  ქმნის. 

„ეს არის, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს ძლიერ პარლამენტს, ძლიერ  მთავრობასა და  ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის  არბიტრის  მოვალეობას შემსრულებელ პრეზიდეტს.  მნიშვენელოვანია ის,  რომ საქართველოს პარლამენტი დაელოდა  ვენეციის კომისიის  საბოლოო დასკვნას და ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი ცალსახად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ  ვთქვათ - მთლიანობაში, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები კომისიამ პოზიტიურად  შეაფასა. ეს, უდავოდ, საკმაოდ რთული  პროცესი იყო, პროექტზე მუშაობა წელიწადნახევრის განმვლობაში მიმდინარეობდა.  ამასთან დაკავშირებით იმართებოდა დისკუსია და საკმაოდ  მწვავე კამათი. განხილვაში  ჩართული იყო  პრაქტიკულად მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია,  საზოგადოების დიდი ნაწილი,  საერთაშორისო  ჯგუფები და ექსპერტები", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პრეზიდენტი  ყველას  მადლობას უხდის გაწეული სამუშაოებისთვის, მოსაზრებებისა და აქტიურობისათვის. უპირველესად, ეს საკონსტიტუციო  კომისიას, მის წევრებსა და  და რა თქმა უნდა კომისიის  თავმჯდომარეს ეკუთვნის.  

ბრიფინგის მსვლელობისას მანანა მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ კვირაში თბილისში „მილენიუმ ჩელენჯ"-ის კორპორაციის  მთავარ აღმსრულებელ  დირექტორს ელოდებიან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენი შეხვდება.

მიხეილ სააკაშვილისა და დენიელ  იოჰანესის შეხვედრა   სექტემბერში,  პრეზიდენტის  შეერთებულ შტატებში  ვიზიტის დროს,  ნიუ ორკში დაიგეგმა.

„მოლაპარაკებების თემები საკმაოდ საინტერესოა. გარკვეულ წილად შეფასდა და შეჯამდა ის სამუშოები, რომლებიც ათასწლეულის კოორპორაციამ საქართველოში შეასრულა. დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც. უნდა აღინიშნოს  ბათუმში   საერთაშორისო  თანამედროვე ტექნოლოგიების უნივერისიტეტის პროექტიც", - აღნიშნა პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)