Google+

რელიზები

15.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სასტუმრო Holiday Inn-ის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი სასტუმროს Holliday Inn-ის  მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად დაათვალიერა. სასტუმროს მშენებლობაზე 250 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მას შემდეგ, რაც Holiday Inn გაიხსნება, იქ 150 ადამიანი დასაქმდება. საქართველოს პრეზიდენტი მომუშავე პერსონალსაც გაესაუბრა.

„მომდევნო, მინიმუმ, 6-7 წელიწადში ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობა მკვეთრად გადაასწრებს სასტუმროებში ადგილებს. ამიტომ, რამდენი ახალი სასტუმროც არ უნდა გაიხსნას, მაინც ვერ დაეწევა ჩამოსულთა რაოდენობას. ამ მხრივ, საქართველოში მთავარი პრობლემა და საფრთხე არის ის, რომ ეს იწვევს ფასების ზრდას. ჩვეულებრივ თბილისელებს, რომლებთანაც სტუმრები ჩამოდიან-ხოლმე, მათი წასაყვანი ადგილი არსად არ აქვთ. სასტუმროებში იმდენად მაღალი ფასებია, რომ  ჩვეულებრივი ადამიანისთვის ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. არის ხალხი, ვინ სასტუმროს ნომრებს მაქსიმალურ ფასს ადებს და ყურადღებას არ აქცევს იმას, შეევსება თუ არა ოთახები და არის ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომლისთვისაც მთავარია მაქსიმალურად დატვირთოს სასტუმრო, მეტი ბრუნვა ჰქონდეს და, შესაბამისად, მეტი შემოსავალიც. მახსოვს, ეს სასტუმრო ადრე მთლიანად იყო შევსებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობით. იმას გარდა, რომ ხალხი ძალზე მძიმე პირობებში ცხოვრობდა,  აქაურობა ანტისანიტარიის, დანაშაულისა და უკანონობის კერა იყო. რეალურად, ამ შენობაში ცივილიზაციის დაბრუნება და შემოსვლა, ფსიქოლოგიურად არის ძალზე მნიშვნელოვანი. ეს სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ტურისტული ცენტრიდან ცოტა მოშორებით, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. აფხაზეთის ომმა ეს სასტუმრო და ივერია იმსხვერპლა. ამიტომ ამ ორი სასტუმროს აღორძინება არის ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასვლა. ეს ადგილი ქალაქის ცენტრია და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აქ ცივილიზაცია შემოვიდეს, სიცოცხლე იგრძნობოდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

მშენებლობაში სრული ქართული ინვესტიცია ჩაიდო და 28 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა. ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში იქნება 252 ნომერი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კაფე, გარე აუზი და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს ჰოლში მოეწყობა ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)