Google+

რელიზები

18.03.2011
საქართველოს პრეზიდენტმა იაპონელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს, იაპონელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იაპონიის საელჩოში პირადად მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მისი თქმით, იაპონია იყო ეთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დახმარება აღმოუჩინა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ამ რთულ  ვითარებაში იაპონიას დაეხმაროს.

„2008 წელს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, იაპონია ერთ-ერთი პირველი იყო იმ ერთაგან, რომელმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა. მათ ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. რუსული შემოჭრის შემდეგ, იაპონელებმა წარმოუდგენელი, ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაგვიწიეს. ყველგან, სადაც იაპონელებთან გვიხდება ურთიერთობა, ვგრძნობთ, რომ ეს არის ერი, რომელსაც ესმის ჩვენი და მხარს გვიჭერს ყველა საკითხში. ამიტომ ახლა, როდესაც ამდენად დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს, ამას მთელი მსოფლიო უყურებს, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ გულგრილი. ეს ძალიან დიდი ერია, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციაში და არის საქართველოს დიდი მეგობარი. მეგობრებს ყოველთვის უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება, გადამწყვეტ მომენტებში კი, როდესაც ეს მათთვის აუცილებელია, სოლიდარობა და მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც იაპონის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში იხირო ფუჯისაკიმ აღნიშნა, საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნები თანაგრძნობას უცხადებს იაპონიას. "ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გვერდით ხართ", - განაცხადა მან.  

სამძიმრის წიგნი ამერიკაში იაპონიის საელჩოში დღეს გაიხსნა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)