Google+

რელიზები

11.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის გამო

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 11 მარტს იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეული ტრაგედიის გამო.

საქართველოს პრეზიდენტი შეძრა იმ თავზარდამცემმა უბედურებამ, რომელიც იაპონიას დაატყდა თავს და რომლის გამოც ქვეყანამ უზარმაზარი დანაკარგი განიცადა - იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე, უგზოუკვლოდ დაიკარგა ასობით მოქალაქე და დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას. 

საქართველოს პრეზიდენტი, მთელი ერის სახელით, თანაგრძნობას  უცხადებს იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს და უსამძიმრებს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)