Google+

რელიზები

07.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ხობში ახალი საავადმყოფო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ხობში დღეს ახალი, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გახსნა. სამედიცინო დაწესებულება თხუტმეტსაწოლიანია და თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოს ძველი და ახალი შენობები ჯანდაცვის ძველ და ახალ სისტემებს შეადარა.

„პერსონალს, რომელიც ძველ საავადმყოფოში იყო დასაქმებული, გადამზადება სჭირდება, რათა ახალ სისტემას მოერგოს. მთავარია ის, რომ ხალხს ამ ახალ სავადმყოფოებში მოესვლებოდეს.  კონტრასტი, ძველსა და ახალს შორის, მთელ საქართველოში იგრძნობა. ძველი ყველგან წარსულს ბარდება და რაღაც ახალი იქმნება. მოდერნიზაციის გეგმით, 2015 წელს საავადმყოფოების მშენებლობა სრულად დამთავრდება, მაგრამ უკვე უახლოეს 2 წელიწადში ძირითადი ნაწილი დასრულდება. ეს კლინიკა კი ერთ-ერთია იმ 140-დან, რომელიც მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში კეთდება. თუმცა მთავარი საავადმყოფოების რაოდენობა არ არის, მთავარია ის, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს საქართველოში ამ დაწესებულებებით სარგებლობას, რამდენი ასეული ადამიანი შეძლებს იქ მისვლას და მკურნალობას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ახლადაშენებული საავადმყოფო დაათვალიერა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისგან ანდრია ურუშაძისგან უახლოესი გეგმების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღო. მინისტრის თქმით, საავადმყოფოების მშენებლობა ყველა რაიონში გრაფიკით მიმდინარეობს. ამას გარდა, სამედიცინო პერსონალისთვის იწყება პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება.  

„მთავარი, რასაც უნდა მივაღწიოთ, ხელმისაწვდომობაა. დღესაც ასობით და ათასობით შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფს ყველაფრის გაყიდვა უწევს - სახლიდან გამოაქვს ავეჯი, ჭურჭელი, ხშირად, სახლსაც ყიდის ოჯახის რომელიმე წევრის ან საკუთარი თავის გადასარჩენად. არის ისეთი შემთხვევებიც,  როდესაც საერთოდ არ მიდიან ექიმებთან. ამას წინათ, ერთი ქალბატონისგან მივიღე წერილი, რომელშიც თავის მდგომარეობას აღწერდა. მას მკერდის სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ მისი შვილი ისედაც ძლივს არჩენდა ოჯახს და მკურნალობის ფული არ რჩებოდა, ექიმისთვის არც მიუმართავს. წერილის მოწერაც მანამდე ვერ გადაწყვიტა, ვიდრე ტკივილი გაუსაძლისი არ გახდა, თუმცა უკვე, რა თქმა უნდა, გვიან იყო. ჩვენი ცხოვრება ასეთი ტრაგიკული შემთხვევებით არის აღსავსე და რამდენი საავადმყოფოც არ უნდა ავაშენოთ, თუ ხალხს იქ მისვლის შესაძლებლობა არ მიეცა,  თავისთავად, შედეგი არ იქნება. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური ექიმები, მაგრამ ბევრიც გადამზადდება. დღეს ექიმების და მედპერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრებით უკმაყოფილოა. თითქოს ნომინალურად ხელფასები აქვთ, არ არის 20-30 ლარიანი ანაზღაურება, მაგრამ პერსონალი ზოგჯერ ამასაც ვერ იღებს, ან დაგვიანებით იღებენ ხელფასს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხალხის გადამზადება, რათა მათი უმეტესი ნაწილი ამ ახალ საავადმყოფოებში გადმოვიდეს.  ასევე, ჩემთვის ძალზე მნიშნელოვანია, რომ ხალხი სამკურნალოდ საქართველოდან უცხოეთში აღარ გადიოდეს. ძველ დროს მოსკოვში მკურნალობდნენ, ახლა კი სტამბულში, კიევში, მინსკში, ზოგჯერ ერევანსა და ბაქოში დადიან. ეს სწორი არ არის და ასე არ უნდა იყოს. ერთი მხრივ, კარგია, რომ თავის დროზე სამედიცინო სისტემა დაიშალა, რადგან ნულიდან შენება უფრო ადვილია. ჩემთვის ცნობილია, რომ ახლა ქართველი ექიმები, რომლებიც რუსეთში, უკრაინაში მუშაობდნენ, საქართველოში ბრუნდებიან, რადგან უკვე სწორ სისტემას ვქმნით. ახლა მთავარია, რომ ეს სისტემა, ჯერ ერთი, შევქმნათ ჩქარა და  მეორე, იყოს სამართლიანი და ხალხისთვის ხელმისაწვდომი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

დღეს პრეზიდენტი აბაშის რაიონსაც ესტუმრა, სადაც მშენებარე საავადმყოფო დაათვალიერა. ხობის მსგავსად, ახალი კლინიკა აქაც 15 საწოლზე იქნება გათვლილი და უახლესი ტექნიკით აღუჭურვება. აბაშის საავადმყოფოს მშენებლობა შვიდი თვით ადრე დასრულდება და მაისში გაიხსნება. სიახლეა ისიც, რომ პაციენტებს აქ ჰოსპიტალური ტელემედიცინის პრინციპით მოემსახურებიან, ანუ პაციენტები მკურნალობის კურსს ქუთაისისა და ზუგდიდის კლინიკების ექიმებსაც შუთანხმებენ. აბაშის საავადმყოფო მიიღებს როგორც გადაუდებელი დახმარების პაციენტებს, ისე მათ, ვისაც ინტენსიური თერაპია დასჭირდება. კლინიკაში ყველა პირობას ქმნიან მშობიარეთათვის და ბავშვთა მკურნალობისთვის. ინფექციური დაავადებების მქონე პაციენთათვის კი სპეციალურად განკუთვნილი საწოლები ექნებათ. აქვე მსურველები ამბულატორიულ მომსახურებასაც მიიღებენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია აბაშის მოსახლეობისთვის, რომელსაც საშუალება ექნება საკუთარ რაიონში მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

სულ ქვეყნის მაშტაბით 140 საავადმყოფო უნდა აშენდეს, რომელთაგან 32 დაწესებულების მშენებლობა უკვე დასრულებულია.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)