Google+

რელიზები

04.06.2011
მიხეილ სააკაშვილმა ქართველი შემოქმედის ანდრო ვეკუას ნამუშევრები დაათვალიერა

ვენეციის ბიენალეზე, მიხეილ სააკაშვილმა შვეიცარიის პავილიონში გამოფენილი ქართველი მოქანდაკის ანდრო ვეკუას ნამუშევრები დაათვალიერა. კომპოზიცია სახელწოდებით "სოხუმი დაცემამდე" 15 ნაგებობისაგან შემდგარი კომპოზიციაა. მიხეილ სააკაშვილმა შეფასებებისას განაცხადა, რომ სოხუმის იერსახისათვის ცნობილი ქანდაკებების ასლები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ქალაქის დიდებას. მისი თქმით, ყველა მცდელობის მიუხედავად, დამპყრობელი ვერ შეძლებს ქართველი ხალხის მენტალიტეტიდან აფხაზეთის ამოშლას.

"ნახეთ, რამდენად უსაზღვროა ქართული ნიჭი. ის ერთი ქვეყნის ფარგლებს ცდება და შვეიცარიის პავილიონში არის ქართველი ხელოვანის ნამუშევრები. ყველა ქვეყანას ერთი ხელოვანის წარმოდგენის უფლება ჰქონდა და შევიცარიამაც ქართველის ნამუშევრები გამოფინა. საბჭოთა დროიდან, პრაქტიკულად, არ შემოგვრჩა კარგი სიმღერა სოხუმზე, აფხაზეთზე; აფხაზეთზე, თითქმის, არ იწერებოდა ლიტერატურული ნაწარმოებები, რადგან საბჭოთა კავშირის დროს, ეს აკრძალული იყო. ლიმიტები დაშვებული იყო და ქართველ კომპოზიტორებსა და მწერლებს შეეძლოთ ეწერათ თბილისზე, ცოტა ქუთაისზე, ცოტა ბათუმზე, ვინაიდან პოლიტბიურო ჩაფრენილი იყო სოხუმზე და საქართველოსთვის მის დათმობას არ აპირებდა. ხელოვნებაც კი არ იქმნებოდა საქართველოში აფხაზეთზე. თუმცა მთელი აფხაზეთის კულტურა რომ ნახოთ, უძველესი დროიდან ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული კულტურა. ის, რომ ანდრო ვეკუამ გააკეთა ეს, ძალიან ნიშანდობლივია, რადგან ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი ვერანაირ გარემოებაში ვერ შეძლებს ქართველი ხალხის მენტალიტეტიდან აფხაზეთის ამოშლას. ეს არის მისთვის ყველაზე მტკივნეული. ამიტომაც  არის ყველა მცდელობა აქეთ მიმართული. დამპყრობელი ვერ შეძლებს მის შენარჩუნებას, რადგან რაც მას არ ეკუთვნის, არ შერჩება. აფხაზეთი ეკუთვნის ქართველ ხალხს და საქართველოს მრავალეთნიკურ მოსახლეობას და ჩვენ ყველაფერს კანონიერად დავიბრუნებთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანდრო ვეკუა, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გმირის ვოვა ვეკუას შვილია, რომელიც 1989 წელს აფხაზ სეპარატისტებთან მომხდარი პირველი შეტაკებისას დაიღუპა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)