Google+

რელიზები

25.10.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

დღეს, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე კვირის მთავარ მოვლენებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევებზე გაამახვილა. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, „Doing Business 2012“ - ის კვლევის მიხედვით, რომელიც 2010 წლის ივნისიდან, 2011 წლის ივნისამდე მონაცემებზე დაყრდნობითაა გაკეთებული, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს.

„ეს წარმატება საკანონმდებლო ბაზის შეცვლასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება, რამაც სერიოზულად შეამცირა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები და ვადები. თავისთავად, ეს ყველაფერი ნებისმიერი ბიზნესმენის, მწარმოებლისა და ინვესტორისათვის საკმაოდ დიდი შეღავათია“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის კვლევის შედეგებს, პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, კვლევა 80 ქვეყანაში ჩატარდა და ამ შემთხვევაში საქართველო მეორე ადგილს იკავებს. მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფო აპარატი ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი, ეფექტური და გამჭვირვალეა, კვლ ევის შედეგებზე სწორედ ამ მაჩვენებელმა იქონია ზეგავლენა. საქართველომ ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ყველაზე განვითარებული ქვეყნები უკან ჩამოიტოვა, რაც პირველ რიგში იმ რეფორმების შედეგია, რომელიც ამ სფეროში გატარდა.

ამას გარდა, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში უკრაინის ვიცე-პრემიერის -  სერგეი ტიგიპკოს ვიზიტია დაგეგმილი.

„უკრაინასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემაა, ისევე როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისათვის საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება“ - დასძინა პრესსპიკერმა.

დაბოლოს, მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა თურქეთის მთავრობას და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის პროვინცია - ვანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით: „საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ერის სახელით თარაგრძნობას უცხადებს თურქეთის მთავრობას, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახებს. ქართული მხარე მზადაა დაეხმაროს თურქ ხალხს და გვერდში დაუდგეს მათ ამ განსაცდელის დროს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)